მთავარისიახლეებისაზოგადოებაშიდსის დღეს ზუგდიდში სხვადასხვა აქტივობა მიეძღვნა

შიდსის დღეს ზუგდიდში სხვადასხვა აქტივობა მიეძღვნა

Published on

1 დეკემბერს შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება, რაც შიდსის პანდემიის მიმართ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. სამედიცინო კორპორაცია „პრაიმედმა“ ზუგდიდის მერიის სხდომათა დარბაზში გამართა კონფერენცია, რომელიც შიდსთან ბრძოლის თემატიკას მიეძღვნა. „პრაიმედის“ ორგანიზებით მოწყობილ კონფერენციას არასამთავრობო და სამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ასევე ახალგაზრდები დაესწრნენ. კონფერენციის დაწყებამდე ქალაქის ქუჩებში მოეწყო სამოქალაქო აქცია „მე შიდსი მაქვს, ჩამეხუტე“. მოხალისეებმა ზუგდიდის ქუჩებში საინფორმაციო ბუკლეტები და ფლაერები დაარიგეს, რომელიც საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. ასევე ჩატრადა ტესტირება აივ ინფექცია/შიდსზე და С ჰეპატიტზე. პირველი დეკემბერი შიდსთან ბრძოლის დღედ 1988 წელს დააწესა გაერომ. მაშინ შიდსი ახალი, სულ რამდენიმე წლის “აღმოჩენა” იყო. შიდსთან ბრძოლის დღე მრავალ ქვეყანაში აღინიშნება.  აივინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში, შემდეგ სამეგრელოში 856 (აქედან ზუგდიდი – 580), 2017 წლის 1 დეკემბრის მონაცემებით დაფიქსირებულია – 577 ახალი შემთხვევა. შარშან შესაბამის პერიოდში გამოვლინდა  663  ახალი შემთხვევა.

სიახლეები

“როგორც ჩანს, არჩევნებში ჩასარევად ჩემმა კოსმოსურმა ლაზერებმა ამჯერად ვერ იმუშავა“ – ილონ მასკი

ილონ მასკმა, რომელიც აშშ-ის შუალედურ კონგრესის არჩევნებში რესპუბლიკელი კანდიდატების კამპანიებს აფინანსებდა, კენჭისყრის შედეგები შეაფასა."როგორც...

დღეს ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა – ობამა

დღეს ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა - მათ სურთ პოლიტიკა, რომელიც ადამიანებს აერთიანებს და...

ჩვენ არ ვეპატიჟებით პუტინს კიევში. ისინი 2022 წელს ჩვენთან დაუპატიჟებლად მოვიდნენ – ზელენსკი

„ჩვენ არ ვეპატიჟებით პუტინს კიევში. ისინი 2022 წელს ჩვენთან დაუპატიჟებლად მოვიდნენ. თუმცა, პუტინის კიევში მოწვევას...

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული მურთაზ ზოდელავა თავისუფალია

მურთაზ ზოდელავამ N12 პენიტენციური დაწესებულება დატოვა - საპატიმროდან გათავისუფლებული პოლიტიკოსი ამბობს, რომ "საკუთარ თავს...