მთავარისიახლეებიპოლიტიკანინო ლომჯარია საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით ჯერჯერობით ვერ საუბრობს

ნინო ლომჯარია საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით ჯერჯერობით ვერ საუბრობს

Published on

30 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა ნინო ლომჯარია სახალხო დამცველად 96 ხმით ხუთის წინააღმდეგ დაამტკიცა. ლომჯარია აღნიშნულ პოსტს ხუთი წლის ვადით დაიკავებს. ნინო ლომჯარია აღნიშნულ პოსტზე საპარლამენტო უმრავლესობამ წარადგინა. მისი კონკურენტი პატრიოტთა ალიანსის კანდიდატი გიორგი ფოფხაძე იყო. საპარლამენტო უმცირესობას პროცესში მონაწილეობა არ მიუღია, რადგან მიიჩნია, რომ ლომჯარიას კანდიდატურის შერჩევა გაუმჭვირვალე იყო.ახლადარჩეულმა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ სახალხო დამცველის ანგარიშებთან დაკავშირებით იქნება ცვლილებები:"მე აქცენტი გავაკეთე, რომ უფრო მეტად ანალიტიკური მინდა ვიხილო სახალხო დამცველის ანგარიში და უფრო მარტივად აღსაქმელი მკითხველისთვის".
ლომჯარიას თქმით, საკადრო ცვლილებთან დაკავშირებით ის ვერანაირ განცხადებას ვერ გააკეთებს, სანამ აპარტში არსებულ მდგომარეობას არ გაეცნობა.საქართველოს მოქმედ სახალხო დამცველს, უჩა ნანუაშვილს უფლებამოსილება 7 დეკემბერს ეწურება, რის შემდეგაც მოვალეობის შესრულებას ნინო ლომჯარია შეუდგება.

სიახლეები

უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის – ხვიჩა კვარაცხელია მიმართვას აქვეყნებს

“ამ დგომზე ბევრი მეკითხებოდა ბევრს უთქვამს კიდეც მსოფლიოში ყველა ფეხბურთელი რომ ლოცულობდეს თამაში ფრედ...

ზელენსკის უნდა სურდეს ამ ომის დასრულება და თუ მას ეს არ სურს, ვფიქრობ, ეს ძალიან ცუდი ამბავი იქნება -ტრამპი

ზელენსკის უნდა სურდეს ამ ომის დასრულება და თუ მას ეს არ სურს, ვფიქრობ, ეს...

რუბიო- უკრაინელები მამაცურად იბრძოდნენ, მაგრამ აშშ-ს გარეშე უკრაინა აღარ იარსებებდა

ამ საკითხზე თავის მართლებას აღარ ვაპირებთ, გასაგებია? რადგან შეერთებული შტატების დახმარება რომ არა, მათ...

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძე დარბაზიდან გააძევა

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადაიარიამ ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე დარბაზიდან გააძევა. რევაზ ნადარაიას გადაწყვეტილებას...