მთავარისიახლეებიპოლიტიკამოსკოვში აფხაზეთის საკითხზე მოლაპარაკებების გამართვას მიუღებლად მიიჩნევს თეოლოგების ნაწილი

მოსკოვში აფხაზეთის საკითხზე მოლაპარაკებების გამართვას მიუღებლად მიიჩნევს თეოლოგების ნაწილი

Published on

ექსპერტების შეფასებით, რუსულ ეკლესიასთან ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ პირისპირ დიალოგი საფრთხის შემცველია და მოლაპარაკებებში ნეიტრალური მხარეები უნდა ჩაერთონ.“შესაძლებელია დახურულ კარს მიღმა იყოს რაღაც თემებზე საუბარი. საქართველოს ეკლესია არ უნდა დაეთანხმოს რუსეთის ეკლესიის მიერ შექმნილ ფორმატს, ამ საკითხებზე დიალოგის. საქართველოს ეკლესია თავად უნდა იყოს ინიციატორი ასეთი შეხვედრების და ასეთი შეხვედრები უფრო ფართომასშტაბიანი უნდა იყოს,“ – განაცხადა თელოგმა ვლადიმერ ნარსიამ.თეოლოგები აცხადებენ, რომ დიალოგი აუცილებელია, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქართულმა მხარემ ყველაფერი დათმოს. რაც შეეხება კომისიის სხდომისგან დამოუკიდებლად, სინოდის წევრების რუსეთის პატრიარქობის აღდგენიდან 100 წლის აღსანიშნავად გამგზავრებას, თეოლოგები საგანგაშოდ არ მიიჩნევენ.„უნდა გავიგოთ რას გვთხოვენ ჩვენ, რა პირობები უნდათ ჩვენგან და რას შეგვიძლია ჩვენ ამით მივაღწიოთ. თავისთავად დიალოგი აუცილებელია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა დავთმოთ ყველაფერი,“ – აცხადებს თეოლოგი ლევან აბაშიძე.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...