მთავარისიახლეებიპოლიტიკამოსკოვის საპატრიარქო - აფხაზეთის საკითხის განხილვა დღის წესრიგში არ დგას.

მოსკოვის საპატრიარქო – აფხაზეთის საკითხის განხილვა დღის წესრიგში არ დგას.

Published on

რუსეთის დედაქალაქში უკვე მესამე დღეა მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავართა კრება მიმდინარეობს. როგორც მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობათა განყოფილების უფროსის მოადგილემ განაცხადა, კრებაზე აფხაზეთის საკითხის განხილვა დღის წესრიგში არ დგას.სააგენტო "ეხო კავკაზას" ინფორმაციით, ნიკოლაი ბალაშოვმა მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთისა და საქართველოს ეკლესიები თანხმდებიან, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში მართმადიდებლობა რთულ ვითარებაშია, თუმცა იმის წინაპირობა, რომ მოცემულ მომენტში კრება ამ საკითხით დაინტერესდება, არ არსებობს.რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის კრება მოსკოვში 2 დეკემბრამდე გაგრძელდება.

სიახლეები

კვერცხი 7%-ით, ხორცი 3%-ით, ბაღჩეული და ბოსტნეული კი 26,3%-ით გაძვირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მაისში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა...

საბა ჯიქიას, საქმეზე განაჩენი 10 ივლისს გამოცხადდება

"4 წელი მალე გავა, მალე გამოვალ" - ასეთი წარწერა გააკეთა დღეს განაჩენის მოლოდინში მყოფმა...

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის – პავილიონისი

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა...

შეშფოთებულები ვართ პოლიტიკოსების დაპატიმრებებით – მარია ტელალიანი

ეუთოს ყოველწლიურ საპარალამენტო ასამბლეაზე, ეუთო/ოდირის დირექტორმა, მარია ტელალიანიმ საქართველოს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ორგანიზაცია...