მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიორგი ახვლედიანი - საზოგადოება ვერ დამშვიდდება, სანამ არ გაიგებს, რატომ შემოვიდა ჩატაევი...

გიორგი ახვლედიანი – საზოგადოება ვერ დამშვიდდება, სანამ არ გაიგებს, რატომ შემოვიდა ჩატაევი ქვეყანაში

Published on

საზოგადოების ვერც ერთი წარმომადგენელი ვერ დამშვიდდება იქამდე, სანამ არ გაიგებს, რატომ შემოვიდა ჩატაევი ქვეყანაში და რატომ მოხვდა ამდენი იარაღი მის ბინაში, – ამის შესახებ ტელეკომპანია ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”360 გრადუსი” ”დემოკრატიული მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ახვლედიანმა განაცხადა. მისი თქმით, საქართველოში მოხვდა პრაქტიკულად ნომერ პირველი ტერორისტი. ”ანტიტერორისტულმა ოპერაციამ ბევრი ძალიან ცუდი რამ დაგვანახა და ეს პირველ რიგში ეხება იმ საქმიანობასა და მოქმედებას, რომელსაც ჩვენი სპეცსამსახურები ახორციელებენ. მიდგომით, რომ ახლა ყველა დავმშვიდდეთ და სპეცსამსახურებმა იმუშაონ, ვერავინ დამშვიდდება. საზოგადოების ვერც ერთი წარმომადგენელი ვერ დამშვიდდება იქამდე, სანამ საზოგადოება არ გაიგებს, რატომ შემოვიდა ჩატაევი ქვეყანაში, რატომ მოხვდა ამდენი იარაღი მის ბინაში. ორივე მხრივ უბედურებაა სპეცსამსახურებმა იცოდნენ თუ არა ამის შესახებ. პრაქტიკულად ნომერ პირველი ტერორისტი როგორ მოხვდა საქართველოში, შუა ქალაქში?!”, – განაცხადა ახვლედიანმა. 
 

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...