მთავარისიახლეებიპოლიტიკაევა გოცირიძემ ქვეყნის მთავარი სასამართლოს მანდატი 10 წლის ვადით მიიღო

ევა გოცირიძემ ქვეყნის მთავარი სასამართლოს მანდატი 10 წლის ვადით მიიღო

Published on

ევრო სასამართლოს ნაცვლად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში. იუსტიციის საბჭოს ყოფილმა წევრმა ევა გოცირიძემ ქვეყნის მთავარი სასამართლოს, მოსამართლის მანდატი დღეს 10 წლის ვადით მიიღო. გოცირიძეს დღეს ნდობა პარლამენტში, მხოლოდ "ქართული ოცნების" დეპუტატებმა გამოუცხადეს. ოპოზიცია კი გოცირიძის საკონსტიტუციო სასამართლოში გამწესებას კონკრეტულ საფრთხეებს უკავშირებს.  “მე ყველანაირად შევეცდები, რომ გავამართლო ეს ნდობა და ვიყო ღირსეული მოსამართლე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსი. ეს არის ჩემი პროფესიული ღირსების და თავმოყვარეობის საკითხი, ვიყო კომპეტენტური, კვალიფიციური და რაც მთავარია დამოუკიდებელი,“ – განაცხადა ევა გოცირიძემ.პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას თქმით, სასამართლო გააგრძელებს დამოუკიდებლად ადამიანების უფლებების დაცვას.“გვაქვს მოლოდინი, რომ საკონსტიტუციო სასამართლო გააგრძელებს დამოუკიდებლად ადამიანის უფლებების დაცვის  კუთხით, კონსტიტუციური მართლწესრიგის ძალიან მაღალ დონეზე განხორციელებას. ეს გადამწყვეტი რითიც უმრავლესობამ ნდობა გამოუცხადა ქალბატონი გოცირიძის კანდიდატურას,“ – აღნიშნა ბესელიამ."ნაციონალურ მოძრაობაში" კი აცხადებენ რომ “ ეს უკვე არის ბოლო წერტილი საკონსტიტუციო სასამართლოს, სრული დამორჩილების და პოლიტიზაციის."საპარლამენტო უმცირესობის მდივანის, ფრაქცია ”ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის” წევრის ირაკლი აბესაძის თქმით, კი ამ გადაწყვეტილებით "ქართული ოცნება" კომფორტულ მდგომარეობაშია.“ევა გოცირიძის წარდგენა არის პირდაპირი ნიშანი იმისა, რომ საკუთარი პოლიტიკური მორჩილების ქვეშ მყოფი ადამიანების საკონსტიტუციო სასამართლოში ყოფნა არის ძალიან კომფორტული "ქართული ოცნებისთვის" – აღნიშნა აბესაძემ.

სიახლეები

კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან, ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს - ინფორმაციას ადგილობრივი...

9 მარტს, დედაქალაქში სტუდენტების მასშტაბური აქცია დაანონსდა

სტუდენტები და პროფესორები კობახიძის განათლების რეფორმის წინააღმდეგ, 9 მარტს, დიდ აქციაზე გამოდიან. მსვლელობა, მომდევნო...

ნეთანიაჰუ-ეს არ არის უსასრულო ომი – ეს არის ის, რაც მშვიდობის ეპოქას დაამკვიდრებს

ეს არ არის უსასრულო ომი - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ Fox News-თან...

უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...