ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით არსებობს რამდენიმე კითხვა, რომელსაც აუცილებლად უნდა გაეცეს პასუხი, – ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით თევზაძემ განაცხადა. მისი თქმით, მთავარი კითხვა არის, თუ რამდენად შედეგიანი იყო ჩატარებული სპეცოპერაცია. „იმისთვის, რომ ამაზე ადეკვატური პასუხი ჰქონდეს საზოგადოებას, უნდა მოხდეს გარკვეული პროცედურული შეფასება. ასაღებია ასეთი ოპერაციების მარეგლამენტირებელი დოკუმენტები, რომელიც უწყებაში უნდა იყოს. ასევე, ბრძანება და ის თუ რა ინსტრუქტაჟი ჰქონდა პერსონალს გავლილი. ეს არის ჩვეულებრივი ფაქტი, როდესაც ტარდება ოპერაცია, ხდება შემდგომი განხილვა. ანუ, ზემდგომ პირს უნდა მიუვიდეს გარკვეული ანგარიშები. დაინტერესების შემთხვევაში გენერალურ ინსპექციას შეუძლია შეისწავლოს საკითხი“, – განაცხადა დავით თევზაძემ.
სიახლეები
სიახლეები
აღვკვეთეთ 433 840 კოლოფი არადეკლარირებული სიგარეტის შემოტანის ფაქტი-საგამოძიებო
შემოსავლების სამსახურის ცნობით, აღკვეთეს ქვეყნის საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის...
სიახლეები
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა ალექსანდრე ჩილაჩავამ სასამართლო სხდომაზე საბოლოო სიტყვა თქვა.
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა ალექსანდრე ჩილაჩავამ სასამართლო სხდომაზე საბოლოო სიტყვა თქვა.
დღეს სასამართლო ისმენს 14-პირიანი...
სიახლეები
ვიდგებით იმ ადამიანების გვერდით, ვისაც სურს იყოს ევროპის ნაწილი-სტენერგარდი საქართველოზე
შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარია სტენერგარდიმ ევროსკოპს უთხრა, რომ შვედეთი გააგრძელებს საქართველოში იმ ადამიანების...
სიახლეები
ზელენსკი-ლავრაზე ეს დარტყმა არის თავდასხმა ქრისტიანულ საზოგადოებაზე
მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიო არ დარჩეს მდუმარე რუსული ბარბაროსობის ამ უახლესი ქმედების წინაშე. ლავრაზე ეს...