მთავარისიახლეებიპოლიტიკაიან კელის კომენტარი მიხეილ სააკაშვილის გარშემო შექმნილ ვითარებაზე: აშშ - სთვის...

იან კელის კომენტარი მიხეილ სააკაშვილის გარშემო შექმნილ ვითარებაზე: აშშ – სთვის მნიშვნელოვანია, რომ მის პარტნიორ ქვეყანაში კანონის უზენაესობა დაცული იქნეს

Published on

ამერიკის შეერთებული შტატებისთვის უკრაინა, ისევე როგორც საქართველო, არის პარტნიორი და იმედი გვაქვს, რომ იქ კანონის უზენაესობა დაცული იქნება, –  განაცხადა აშშ-ის ელჩმა საქართველოში იან კელიმ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის იმ განცხადების კომენტირებისას,   რომლის თანახმად  უკრაინის პრეზიდენტმა მისი დაპატიმრების ბრძანება გასცა. 
 
იან კელის თქმით, მას არ უნახავს მიხეილ სააკაშვილის აღნიშნული განცხადება. 
 
„მე არ მინახავს ეს ინფორმაცია. აშშ-ისთვის უკრაინა, ისევე როგორც საქართველო, არის პარტნიორი და დიდი ინვესტიცია აქვს ჩადებული უკრაინის დემოკრატიის გაძლიერებაში და მე ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ მე მაქვს დიდი რწმენა ჩვენს პარტნიორებში და იმაში, რომ უკრაინაში პატივს სცემენ კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებს…" – განაცხადა იან კელიმ. 
 
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი აცხადებს, რომ  უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისთვის მისი დაპატიმრების ბრძანება გასცა. 
 
„ჩემთვის გახდა ცნობილი, რომ პეტრო პოროშენკომ საბოლოოდ გადაკვეთა წითელი ხაზი და გასცა ბრძანება ჩემი დაპატიმრების შესახებ უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისა და ოდესაში რაღაც გამოგონილი საქმის გამო“, – აღნიშნა სააკაშვილმა.

სიახლეები

კვერცხი 7%-ით, ხორცი 3%-ით, ბაღჩეული და ბოსტნეული კი 26,3%-ით გაძვირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მაისში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა...

საბა ჯიქიას, საქმეზე განაჩენი 10 ივლისს გამოცხადდება

"4 წელი მალე გავა, მალე გამოვალ" - ასეთი წარწერა გააკეთა დღეს განაჩენის მოლოდინში მყოფმა...

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის – პავილიონისი

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა...

შეშფოთებულები ვართ პოლიტიკოსების დაპატიმრებებით – მარია ტელალიანი

ეუთოს ყოველწლიურ საპარალამენტო ასამბლეაზე, ეუთო/ოდირის დირექტორმა, მარია ტელალიანიმ საქართველოს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ორგანიზაცია...