მთავარისიახლეებისამართალიგიორგი პერტაია სამართალდამცველებს მუქარასა და არასათანადო მოპყრობაში ადანაშაულებს

გიორგი პერტაია სამართალდამცველებს მუქარასა და არასათანადო მოპყრობაში ადანაშაულებს

Published on

ამ წუთებში გიორგი პერტაია თბილისის პროკურატურას ჩვენებას აძლევს.
 
უწყებამ უნდა დაადგინოს, ჰქონდა თუ არა სამართალდამცველების მხრიდან ადგილი მუქარას და არასათანადო მოპყრობას 27 ნოემბერს, როდესაც საპატრულო პოლიციამ გიორგი პერტაიას ავტომობილი გააჩერა.
 საქმის შესწავლა პროკურატურამ დაიწყო  "კურიერში" გასული რეპორტაჟის შემდეგ , სადაც პერტაიამ განაცხადა, რომ   პოლიციელები მას  ნარკოტიკების ჩადებით და ცოლის გაუპატიურებით ემუქრებოდნენ და  ფიზიკურადაც გაუსწორდნენ. ინციდენტის დროს კი ავტომობილში მასთან ერთად მისი მეუღლე და 2 წლის შვილიც იმყოფებოდნენ.
 
შემთხვევა თბილისში, ფიქრის გორაზე მოხდა. მართვის მოწმობასთან ერთად პერტაიამ პოლიციის თანამშრომელს მის მიერ მოთხვნილ სხვა საბუთებთან ერთად ვეტერანის მოწმობაც აჩვენა და უთხრა, რომ ის ყოფილი კოლეგა იყო. პერტაიას აზრით, სამართალდამცველის გაღიზიანება სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია.
 
გიორგი პერტაიას მეუღლე ამბობს, რომ ამ ინციდენტის შემდეგ 2 წლის შვილს ფსიქოლოგიური პრობლემები შეექმნა. ანა შამშიევას თქმით, პოლიციის თანამშრომლებმა უთხრეს, რომ თუ მანქანის გასაღებს არ გადასცემდა, შვილს წაართმევდნენ.
 

პერტაიას  ინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ იცავს. პერტაიასთან ერთად ორგანიზაციის წარმომადგენელი პროკურატურაში მივიდა. 
 
მთავარმა პროკურატურაში აცხადებენ,  რომ სისხლის სამართლის საქმე სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე აღიძრა.
 
 

სიახლეები

ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ – ზელენსკი

უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან - ამ გზავნილით ჩავიდა ამერიკული დელეგაცია მოსკოვიდან...

11 შეკვრა „კოკაინი“ და სინთეზური ნარკოტიკები – დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისისა და ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა.- მე-13 ხელფასი გაიცემა საზმაუს...

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...