გარდაცვლილი შოთიკო ცირგაიას ოჯახი ექიმს უყურადღებობასა და არასწორ დანიშნულებაში ადანაშაულებს. გარდაცვლილის ახლობლებმა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი 19 წლის გარდაცვლილი პაციენტის ექიმის თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვენ. გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა კლინიკის ფოიეში გამართეს აქცია დამიუხედავად დაცვის წევრების მოთხოვნისა, შენობის დატოვებაზე უარი განაცხადეს. შოთიკო ცირგაიას ახლობლების ინფორმაციით ის 1 წლის წინ კლინიკაში პლევმონიის დიაგნოზით მივიდა. ექიმმა შესაბამისი დანიშნულება მისცა და სახლში გაწერა. ოჯახი ამბობს, რომ მალე შოთიკოს მდგომარეობა გართულდა და კვლავ საავადმყოფოს მიაკითხეს. კლინიკაში მოთავსებიდან მეოთხე დღეს პაციენტს ფილტვების შეშუპება დაეწყო. ახლობლებმა მისი ქუთაისის კლინიკაში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღეს, თუმცა პაციენტი საავადმყოფოში მისვლამდე გზაში გარდაიცვალა.გარდაცვლილის ახლობლები თვლიან, რომ პაციენტს ექიმმა არასწორი მკურნალობა დაუნიშნა, და ამასთან არ მიიღო მისი ქუთაისის საავადმყოფოში გადაყვანის დროული გადაწყვეტილება.ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში კი გარდაცვლილის ახლობლების პრეტენზიებს არ ეთანხმებიან. ექიმები ამბობენ, რომ პაციენტმა თავად განაცხადა უარი ჰოსპიტალიზაციაზე და მკურნალობისთვის სახლში გაეწერა, მოგვიანებით კი ის დამძიმებულ მდგომარეობაში დაბრუნდა უკან. ამასთან, ექიმების ინფორმაციით პაციენტი უარს აცხადებდა რეანიმაციულ პროცედურებზეც.19 შოთიკო ცირგაიას გარდაცვალების მიზეზს შესაბამისი კომისია სწავლობს. გარდაცვლილის ცხედარს ჩაუტარდა ექსპერტიზა. კლინიკის ადმინისტრაციის ინფორმაციით ამ ეტაპზე ექიმის ბრალეულობა დადასტურებული არ არის.
19 წლის გარდაცვლილი პაციენტის ექიმის თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვენ.
Published on