მთავარისიახლეებისაზოგადოება19 წლის გარდაცვლილი პაციენტის ექიმის თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვენ.

19 წლის გარდაცვლილი პაციენტის ექიმის თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვენ.

Published on

გარდაცვლილი შოთიკო ცირგაიას ოჯახი ექიმს უყურადღებობასა და არასწორ დანიშნულებაში ადანაშაულებს. გარდაცვლილის ახლობლებმა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში საპროტესტო აქცია გამართეს.  ისინი 19 წლის გარდაცვლილი პაციენტის ექიმის თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვენ. გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა  კლინიკის ფოიეში გამართეს აქცია დამიუხედავად  დაცვის წევრების მოთხოვნისა,  შენობის დატოვებაზე უარი განაცხადეს. შოთიკო ცირგაიას ახლობლების ინფორმაციით ის 1 წლის წინ კლინიკაში პლევმონიის დიაგნოზით მივიდა. ექიმმა შესაბამისი დანიშნულება მისცა და სახლში გაწერა. ოჯახი ამბობს, რომ მალე შოთიკოს მდგომარეობა გართულდა და კვლავ საავადმყოფოს მიაკითხეს. კლინიკაში მოთავსებიდან მეოთხე დღეს პაციენტს ფილტვების შეშუპება დაეწყო. ახლობლებმა მისი  ქუთაისის კლინიკაში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღეს, თუმცა პაციენტი საავადმყოფოში მისვლამდე  გზაში გარდაიცვალა.გარდაცვლილის ახლობლები თვლიან, რომ პაციენტს ექიმმა არასწორი მკურნალობა დაუნიშნა, და ამასთან არ მიიღო მისი ქუთაისის საავადმყოფოში გადაყვანის დროული გადაწყვეტილება.ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში კი გარდაცვლილის ახლობლების პრეტენზიებს არ ეთანხმებიან. ექიმები ამბობენ, რომ პაციენტმა თავად განაცხადა უარი ჰოსპიტალიზაციაზე და მკურნალობისთვის სახლში გაეწერა, მოგვიანებით კი ის დამძიმებულ მდგომარეობაში დაბრუნდა უკან. ამასთან, ექიმების ინფორმაციით პაციენტი უარს აცხადებდა რეანიმაციულ პროცედურებზეც.19 შოთიკო ცირგაიას გარდაცვალების მიზეზს შესაბამისი კომისია სწავლობს. გარდაცვლილის ცხედარს ჩაუტარდა ექსპერტიზა. კლინიკის ადმინისტრაციის ინფორმაციით ამ ეტაპზე ექიმის ბრალეულობა დადასტურებული არ არის.
 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...