მთავარისიახლეებისამართალიუმარ იდიგოვი: შეთანხმება შესაძლებელი იყო, თუმცა ძალოვნებმა იარაღის ენა არჩიეს

უმარ იდიგოვი: შეთანხმება შესაძლებელი იყო, თუმცა ძალოვნებმა იარაღის ენა არჩიეს

Published on

თბილისში სპეცოპერაციისას მოკლული ერთ-ერთი პირი ნამდვილად ახმედ ჩატაევია, – ამის შესახებ გამოცემა „კავკაზსკი უზელის" კორესპონდენტს "კავკასიის ხალხთა ინტეგრაციის ფონდის" პრეზიდენტმა, უმარ იდიგოვმა განუცხადა.
 
„თბილისში ახმედ ჩატაევი დაიღუპა, ახლა ამაში დარწმუნებული ვარ… ამის შესახებ მე მისი ახლობლებისგან გავიგე. მე არ მოველოდი, რომ საქართველოში ჩამოსვლის შემთხვევაში ჩატაევი მე არ დამიკავშირდებოდა. ჩვენ ახლო ურთიერთობა გვქონდა, მაგრამ, რატომღაც, ის მე არ დამიკავშირდა“, – განაცხადა უმარ იდიგოვმა.
 
 
იდიგოვის თქმით, მან არ იცოდა, რომ სპეცოპერაციის დროს ბინაში ჩატაევი და ორი დაღესტნელი იყვნენ, ვინაიდან ტერორიზმში ეჭვმიტანილებთან მოლაპარაკებები არ გამართულა. 
 
„ძალოვნებმა მსხვილკალიბრიანი იარაღი გამოიყენეს და უარი თქვეს სროლის შეწყვეტაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში შეთანხმება აუცილებლად იქნებოდა მიღწეული. ტერორიზმში ეჭვმიტანილებს საქართველოს ტერიტორიაზე რაიმე სერიოზული გეგმები არ ჰქონდათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი სახლის მობინადრეებს მძევლად აიყვანდნენ და საკუთარ მოთხოვნებსა და ულტიმატუმს დააყენებდნენ“, – ამბობს იდიგოვი.
 

სიახლეები

ჩორჩანას საქმე – მოსამართლე კურტანიძემ გიორგი გახარიას პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა

ჩორჩანას საქმე - მოსამართლე დავით კურტანიძემ გიორგი გახარიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა....

პროკურატურა ირაკლი შაიშმელაშვილს და ნანა სანდერს 4 ოქტომბრის საქმის ორგანიზატორებად ასახელებს

პროკურატურამ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირების ბრალდებაში ორგანიზატორებად გდდ-ს ყოფილ მაღალჩინოსანი, ირაკლი შაიშმელაშვილი და...

პოლიციამ 75 წლის გურამ ქუხილავა დააკავა

პოლიციამ 75 წლის გურამ ქუხილავა დააკავა. ის, ცოტა ხნის წინ, სამსახურში აიყვანეს. ცნობისთვის, აქციების მუდმივ...

Bloomberg- ზელენსკის თქმით, უკრაინამ აშშ-სთან ერთად ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტების წარმოება დაიწყო

Bloomberg-ის მიხედვით, 12 ნოემბერს ჩაწერილ ინტერვიუში, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინამ აშშ-სთან...