მთავარისიახლეებისამართალისტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ვანო მერაბიშვილის საქმეზე დღეს გამოცხადდება

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ვანო მერაბიშვილის საქმეზე დღეს გამოცხადდება

Published on

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ყოფილი პრემიერის ვანო მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს
გადაწყვეტილება თბილისის დროით 14:30 საათზე გამოცხადდება.

შეგახსენებთ,  2016 წლის ივნისში, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ვანო მერაბიშვილის მიმართ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, მერაბიშვილის განაცხადი განსახილველად გადაეცა სასამართლოს დიდ პალატას 17 მოსამართლის შემადგენლობით, რომლის წინაშეც საქმის განხილვა თავიდან დაიწყო.ევროსასამართლოს 14 ივნისის გადაწყვეტილებით, სტრასბურგის სასამართლოს პალატამ, 7 მოსამართლის შემადგენლობით, ერთხმად დაადგინა, რომ ივანე მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა იყო კანონიერი, თუმცა გაჩნდა კითხვის ნიშანი 2013 წლის 14 დეკემბერს მერაბიშვილის საკნიდან სავარაუდო გაყვანის ეპიზოდთან დაკავშირებით, რასაც არ დაეთანხმა საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და 2016 წლის 13 სექტემბერს ეს გადაწყვეტილება დიდ პალატაში გაასაჩივრა. 
დღეს, ვანო მერაბიშვილის საქმეზე ევროსასამართლო გადაწყვეტილებას სწორედ საკნიდან გაყვანის ეპიზოდთან დაკავშირებით გამოაცხადებს.

სიახლეები

აქტივისტების თქმით, “ქართული ოცნების” მიზანია პროტესტი საბოლოოდ ჩაახშოს

უწყვეტი პროტესტის მონაწილეები "ქართული ოცნების" მიერ "შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ" კანონმდებლობაში ინიცირებულ ცვლილებებს ეხმიანებიან,...

BBC-ის ბოდიშის მოხდა მოუწევს – კობახიძე

"ოცნება" აპირებს BBC-ის ბრიტანულ მარეგულირებელ კომისიაში უჩივლოს - ცოტა ხნის წინ, ირაკლი კობახიძემ მედიას...

პატმრობაში მყოფი ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას მოქმედებისკენ მოუწოდებს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, პატმრობაში მყოფი ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას მოქმედებისკენ მოუწოდებს. როგორც მან დღევანდელ სასამართლო...

კარცერში ვარ ფაქტობრივად – მურთაზ ზოდელავა

კარცერში ვარ ფაქტობრივად - ამ სიტყვებით მიმართა სასამართლოს ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, მურთაზ ზოდელავამ და...