მთავარისიახლეებიეკონომიკასაქართველოს ტერიტორიაზე ალკოჰოლიანი სასმელის ხელბარგით შემოტანის წესი იცვლება

საქართველოს ტერიტორიაზე ალკოჰოლიანი სასმელის ხელბარგით შემოტანის წესი იცვლება

Published on

საქართველოს ტერიტორიაზე  ალკოჰოლიანი სასმელის შემოტანის წესი იცვლება. კერძოდ, იცვლება ხელბარგით შემოტანილი აქციზური საქონელის დამატებული ღირებულების გადასახადის, იმპორტის გადასახადისა და აქციზისგან გათავისუფლების რაოდენობრივი ლიმიტები. 
 
"ქართული კანონმდებლობა თამბაქოსთან მიმართებაში უკვე შესაბამისობაშია ევროკავშირის დირექტივასთან, თუმცა ზოგიერთ საქონელზე დაწესებული რაოდენობრივი ლიმიტები ევროკავშირში დადგენილ ლიმიტებთან შესაბამისი არ არის. აღსანიშნავია, რომ მგზავრის მიერ საქონლის იმპორტი პირადი მოხმარების მიზნით უნდა ხორციელდებოდეს და სამეწარმეო ხასიათი არ უნდა ჰქონდეს", – აღნიშნავს მთავრობა. – მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობით, საქართველოში დაშვებულია ოთხი ლიტრი ნებისმიერი სახეობის ალკოჰოლიანი სასმელის შემოტანა, რაც პროექტით იცვლება. 
 
გარდა ამისა სპირტიან სასმელებზე აქციზით დაბეგვრის ობიექტი გაიმიჯნება და ეთილის სპირტად  ჩაითვლება ყველა სასმელი, რომელშიც ალკოჰოლის შემცველობა 22 პროცენტს აღემატება. 
 
 ვინაიდან, ალკოჰოლიან სასმელებზე აქციზის განაკვეთი დამოკიდებულია ერთ ლიტრ სასმელში სუფთა სპირტის ოდენობაზე და არა სასმელის ბრენდზე, საქონლის სახეობებად (მაგალითად ტეკილა, კალვადოსი და ა.შ.) დიფერენცირება აღარ მოხდება.- განმარტავს მთავრობა – ამასთან, ცვლილებებით, სპირტიანი სასმელები არ დაიბეგრება, რომელშიც ალკოჰოლის შემცველობა 1.2 პროცენტს არ აღემატება.   
 
აქციზისგან გათავისუფლდება ფარმაცევტული პროდუქციის საწარმოებლად გამოყენებული საქონელიც. ცვლილება საგადასახადო კოდექსში შედის და შესაბამისი პროექტი მთავრობამ პარლამენტს უკვე გადაუგზავნა.
 

სიახლეები

თბილისში კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს

თბილისში კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს, დაკავებულია 4 პირი. ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ნივთმტკიცებად...

საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო - ქვეყნის მასშტაბით 24 საგამოცდო ცენტრი გაიხსნა - საგამოცდო...

შევიძინეთ უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო სისტემა-მდინარაძე

სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებები, მათ შორის, უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო...

მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული

მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული....