ხელისუფლებამ ომი ვანო მერაბიშვილთან და საერთაშორისო სამართალთან წააგო

0
441
სტრასბურგის გადაწყვეტილებით მერაბიშვილის საქმეზე, ხელისუფლების ფარული მიზნების არსებობა დადასტურდა ანუ  ევროსასამართლომ ვანო მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ მოსამართლეთა სექციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. ევროპელი მოსამართლეები საბოლოოდ ადასტურებენ, რომ ვანო მერაბიშვილის მიმართ ევროკონვენციის მე-18 მუხლი დაირღვა. რა შემთხვევაშიც დაპატიმრებული პირები ყველა ქვეყანაში პოლიტპატიმრებად ითვლებიან. 
 
ქართველი ექსპერტების თქმით, ევროსასამართლო მე-18-ე მუხლის დარღვევის დადგენას ხშირად არ მიმართავს და ეს გამონაკლისის წესით ხდება.
სასამართლოს გადაწყვეტილება ფაქტპობრივად ნიშნავს, რომ  „სახელმწიფო მართლმსაჯულების მიზნების საწინააღმდეგოდ  და მართლმსაჯულების მიზნების გარეშე იყენებდა ვანო მერაბიშვილის პატიმრობას. თუ რა იყო ეს მოტივი შესაძლოა გარკვეული სპეკულაციის საგანი იყოს სხვადასხვა მხარეს შორის მაგრამ ფაქტია, რომ ეს პატიმრობა არ  ემსახურებოდა მიზნად მართლმსაჯულების ინტერესებს“
 
ამრიგად, დიდმა პალატამ დაადგინა, რომ თავდაპირველად, ქართული გამოძიების მიზანი გონივრულ ეჭვზე დაფუძნებული ბრალდებების გამოძიება იყო, თუმცა მოგვიანებით მთავარი, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასა და მიხეილ სააკაშვილის საბანკო ანგარიშებზე ინფორმაციის მოპოვება გახდა.
 
„სასამართლო ძალაში ტოვებს, რომ დაირღვა მეხუთე მუხლის მესამე პარაგრაფი 2013 წლის 25 სექტემბრიდან მოყოლებული, რადგან წინასწარი პატიმრობა უკვე აღარ იყო გამყარებული საკმარისი საფუძვლებით. 9 ხმით 8-ის წინააღმდეგ სასამართლო ძალაში ტოვებს, რომ დაირღვა კონვენციის მეთვრამეტე მუხლი, უფლებების გამოყენების შეზღუდვის შესახებ, მეხუთე მუხლის პირველ პარაგრაფთან ერთად,“- განაცხადა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს თავმჯდომარემ, გვიდო რაიმონდმა.
 
დიდი პალატის გადაწყვეტილების გასაჯაროების შემდეგ ევროპის სასამართლოს ვებგვერდზე მისი სამოტივაციო ნაწილი განთავსდა.
 
„სასამართლოს დასკვნის თანახმად, დადგენილი არ არის, რომ მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა საქართველოს პოლიტიკური სცენიდან მის ჩამოშორებას გულისხმობდა. თუმცა სასამართლომ დაადგინა, რომ მისი ბრალდებები წინასწარი პატიმრობის დროს საკნიდან ფარულად გაყვანასა და გვიან ღამით დაკითხვებთან დაკავშირებით დამაჯერებელია და დამტკიცებულიც. სასამართლო ყველა გარემოების გათვალისწინების ფონზე მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დროთა განმავლობაში მერაბიშვილის თავისუფლების შეზღუდვის მიზანი შეიცვალა.
 
მაშინ, როდესაც დასაწყისში მიზანი გონივრულ ეჭვზე დაფუძნებული ბრალდებების გამოძიება იყო, მოგვიანებით მიზანი გახდა ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასა და მიხეილ სააკაშვილის საბანკო ანგარიშების შესახებ ინფორმაციის მოპოვება.
 
ამგვარად ეს განკუთვნილი იყო ფარული მიზნებისთვის, რასაც კონვენცია არ ითვალისწინებს. იმ დროს, როდესაც განმცხადებელი საკნიდან გაიყვანეს მისი დაკავების მიზანი შეიცვალა და ამ მიზნის გამო კონვენციის მე-18 მუხლი დაირღვა,“- აღნიშნულია ევროსასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში.
 
დიდი პალატის გადაწყვეტილება მინისტრთა საბჭოს გადაეცემა, რომელიც გააკონტროლებს, როგორ წარიმართება აღსრულების პროცესი.
ხელისუფლებამ 6 თვის განმავლობაში უნდა წარადგინოს აღსრულების გეგმა. 
 
წინა სტატიამიხეილ სააკაშვილი: „სამართალი უნდა აღდგეს! ვანო დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს!“
შემდეგი სტატიაახმედ ჩატაევი საქართველოში ქართულმა სპეცსამსახურმა რუსეთის სპეცსამსახურის მოთხოვნით შემოიყვანა”-დავით მაყიშვილი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური