მთავარისიახლეებიკონფლიქტებიგალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფარგლებში მორიგი შეხვედრა გაიმართა.

გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფარგლებში მორიგი შეხვედრა გაიმართა.

Published on

გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფარგლებში მორიგი შეხვედრა გაიმართა.როგორც სუსის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ კახაბერ ქემოკლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო  გიგა ოთხოზორიას მკვლელის კანჯიოღლის ქართული მხარისთვის გადმოცემის საკითხს, ასევე საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებულების გათავისუფლებასა და ე.წ.ბორდერიზაციის პროცესს, რომელიც ბოლო პერიოდში დაფიქსირდა.ქემოკლიძის თქმით, ბოლო შეხვედრის შემდეგ, რომელიც 25 ოქტომბერს ჩატარდა, ქართულ მხარეს  ქონდა მოლოდინი, რომ უკანონოდ დაპატიმრებული ქართველები გატავისუფლდებოდნენ დრანდის ციხიდან. მისი განცხადებით, ამ პერიოდში გათავისუფლებული არიან ხვიჩა ლიპარტია და გიორგი კორსანტია და არის მოლოდინი რომ გათავისუფლდება მანუჩარ თუზბაიაც. ქართულმა  მხარემ დღეს შეხვედრაზე მამა-შვილი როგავების საკითხიც გაიტანა. ცნობილი ხდება, რომ უახლოეს პერიოდში მათი მონახულება ოჯახის წევრებს შეეძლებათ. ასევე განხილული იქნა გიორგი ლუკავას საკკითხიც, სუსის ანალიტიკური დეპარტამენის უფროსის მოადგილის თქმით, საუბარი შეეხო გალში ბინადრობის მოწმობის გაცემის საკითხსაც. კახაბერ ქემოკლიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა რომ არ შეესაბამება სიმართლეს ოსური მედიის მიერ გავცრელებული ინფორმაცია, თითქოს ერთ-ერთი დაკავებულის გიორგი გიუნაშვილის გათავისუფლების სანაცვლოდ ქართულ მხარეს  აფხაზური მხარისთვის პატიმრები უნდა გადეცა. ქემოკლიძის თქმით, მსგავს ფაქტს ადგილი არ ქონია.

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...