მთავარისიახლეებიპოლიტიკადამტკიცდა, რომ ვანო მერაბიშვილი საკნიდან გაიყვანეს და გვიან ღამით დაკითხეს -...

დამტკიცდა, რომ ვანო მერაბიშვილი საკნიდან გაიყვანეს და გვიან ღამით დაკითხეს – ნათქვამია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში

Published on

ვანო მერაბიშვილის მტკიცება, რომ ის საკნიდან გაიყვანეს და გვიან ღამით დაკითხეს, საკმაოდ დამაჯერებელია და შესაბამისად, დამტკიცებულია, – ამის შესახებ ევროპის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაშია ნათქვამი, რომლის დიდმა პალატამაც ძალაში დატოვა პირველი სექციის გადაწყვეტილება და შს ყოფილი მინისტრის საქმეზე ევროკონვენციის მე-18 და მე-5 მუხლების დარღვევა დაადგინა. 
 
როგორც გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობის მიზანი თავდაპირველად დანაშაულების გამოძიება იყო, ხოლო მოგვიანებით კი ეს მიზანი „ჟვანიას გარდაცვალებასა და სააკაშვილის საბანკო ანგარიშებზე ინფორმაციის მიღებამ შეცვალა“.
 
„სასამართლოს დასკვნით, ვერ დადგინდა, რომ მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობის მიზანი მისი პოლიტიკური სცენიდან მოშორება იყო. თუმცა, სასამართლომ დაადგინა, რომ მერაბიშვილის მტკიცება, რომ ის საკნიდან გაიყვანეს და გვიან ღამით დაკითხეს, საკმაოდ დამაჯერებელია და შესაბამისად, დამტკიცებულია. სასამართლომ მიიჩნია, რომ თავისუფლებაზე მერაბიშვილის უფლების შეზღუდვა, მუდმივ სიტუაციას წარმოადგენდა. ყველა გარემოების გათვალისწინებით, სასამართლო დასკვნამდე მივიდა, რომ ამ შეზღუდვის მთავარი მიზანი, დროთა განმავლობაში შეიცვალა. თავიდან ამის მიზანი იყო დანაშაულების გამოძიება, ხოლო მოგვიანებით კი ინფორმაციის მიღება ჟვანიას გარდაცვალებასა და სააკაშვილის საბანკო ანგარიშებზე“, – ნათქვამია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...