მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,თუ საერთაშორისო ტერორიზმში ბრალდებული ჩატაევის საქართველოში ყოფნა დადასტურდა, ეს ნიშნავს, რომ შესაბამისი...

,,თუ საერთაშორისო ტერორიზმში ბრალდებული ჩატაევის საქართველოში ყოფნა დადასტურდა, ეს ნიშნავს, რომ შესაბამისი უწყებების მუშაობაში სერიოზული პრობლემაა”

Published on

"ნაციონალური მოძრაობა" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან განმარტებებს ითხოვს და აცხადებს, რომ  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ირიბმა დასტურმა, რომ სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებულ პირებს შორის შეიძლება ჩატაევიც იყოს, კიდევ უფრო მეტი კითხვა გააჩინა. 
 
პარტიის ერთ-ერთი ლიდერის სალომე სამადაშვილის თქმით, მათ კითხვები ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებითაც აქვთ, რადგან თუ საერთაშორისო ტერორიზმში ბრალდებული ჩატაევის საქართველოში ყოფნა დადასტურდა, სამადაშვილის განცხადებით, ეს ნიშნავს, რომ შესაბამისი უწყებების მუშაობაში სერიოზული პრობლემაა.
 
„თუ ამ სპეცოპერაციაში მართლაც ლიკვიდირებულ იქნა ან დაკავებულ იქნა ჩატაევი, ჩნდება ძალიან სერიოზული შეკითხვები, როგორც ამ ქვეყნის უსაფრთხოების სისტემასთან, ასევე საზღვრის დაცვის კონტროლის სისტემასთან, უშიშროების სამსახურის სისტემასთან და რა თქმა უნდა, ჩვენ გვაინტერესებს, მაშინ როდესაც სუს-ისთვის გამოყოფილი შესაბამისი რესურსები ყოველდღიურად იზრდება, როდესაც სუს-ის გაძლიერება ხდება ყოველდღიურად, რაში ხარჯავს სუს-ი საკუთარ ძალისხმევას,“ – აცხადებს სალომე სამადაშვილი.
 
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და იუსტიციის მინისტრის პარლამენტში მისვლა დღეს "ევროპულმა საქართველომაც" მოითხოვა. 

სიახლეები

სტამბოლში საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა — დაღუპულია ერთი ადამიანი

სტამბოლში, მალთეფეს რაიონში, შვიდსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ქვედა სამი სართული ჩამოინგრა. შემთხვევა 8 ოქტომბერს, გამთენიისას...

საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის მასშტაბები უპრეცედენტოა – ჯესიკა როსვოლი

ევროკომისარი ჯესიკა როსვოლი საქართველოში დემოკრატიული პროცესების გაუარესებაზე საუბრობს. მისი შეფასებით, ქვეყანაში არსებული დემოკრატიული უკუსვლა...

კიევში რუსებმა მრავალსართულიან სახლს დაარტყეს – დაიღუპა ორი ადამიანი

კიევში მრავალსართულიან შენობაზე რუსეთის მიერ განხორციელებული დარტყმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, -ამის შესახებ უკრაიმული...

საქართველო ეკუთვნის ქართველ ერს, ევროპას და არა ივანიშვილს და პუტინს – გოშიევსკა

ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე მიმდინარე დებატებისას ევროპარლამენტარმა მალგოჟატა გოშიევსკამ საქართველოში დემოკრატიული პროცესების მდგომარეობაზე ისაუბრა და...