მთავარისიახლეებისაზოგადოებაგაიცვალა თუ არა გიორგი გიუნაშვილი აფხაზ ,,ბოევიკში''

გაიცვალა თუ არა გიორგი გიუნაშვილი აფხაზ ,,ბოევიკში”

Published on

საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილი უარყოფს მედიაში გავრცელებულ არაოფიციალურ ინფორმაციას, რომ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლეის იერ 18 თვიანი პატიმრობიდან გათავისუფლებული გიორგი გიუნაშვილი აფხაზ მეომარში გაიცვალა.
„არ ყოფილა გაცვლა, გათავისუფლდა,“ – ეს განცხადება  გიორგი გიუნაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით გააკეთა.
„ახლა გაცვლაზე არ არის საუბარი. ახლა არის საუბარი იმაზე, რომ ეს არის მთლიანად ამ პროცესის ნაწილი… წინა შემთხვევებშიც, აფხაზური მხარე ძალიან აქტიურად მუშაობდა და ჩვენ მაშინაც აღვნიშნეთ მათი პოზიტიური როლი პროცესში,“ – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
 
თუმცა მინისტრის ეს განცხადება არცთუ დამაჯერებელია იმ  განცხადებების ფონზე, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიების დე-ფაქტო ხელმძღვანელების მიერ გაკეთდა გუშინ. ამ განცხადებებში არ აის განმარტებული, რამ გამოიწვია რაულ ხაჯიმბას ესოდენ დიდი დაინტერესება ქართველი გიუნაშვილის გათავისუფლებით,მაგრამ ამის მიუხედავად ამყარებს ეჭვებს, რომ მედიაში გავრცელებული გ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ართველი პატიმარი აფხაზ პატიმარში გაიცვალა,  არცთუ უსაფუძვლოა.
 
გუშინ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დეფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას საქართველოს მოქალაქის გ. გიუნაშვილის შეწყალების შესახებ. გიუნაშვილს პატიმრობა  მიმდინარე წლის  3 თებერვალს მიუსაჯა ე.წ. სამხრეთ ოსეთის უზენაესმა სასამართლომ. ,,შეწყალება მოხდა  პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას თხოვნით, მის მიერ მცირე ხნით ადრე გაკეთებული შესაბამისი მიმართვის საფუძველზე. ეს აქტი უკავშირდება ხაჯიმბას ვიზიტს ცხინვალში, რომელიც ამ დღეებში უნდა შედგეს.''- ასეთ ვერსიას ავრცელებს  ე.წ. სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
 
გიუნაშვილი გუშინ დილითვე გაათავისუფლეს საპატიმროდან  და გადასცეს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელს საერთაშორისო ორგანიზაციებთან ჰუმანიტარულ საკითხებში თანამშრომლობის სფეროში   ზურაბ ლაკერბაიას, რომელსაც იგი  ქართულ მხარეზე უნდა გადაეცილებინა.  ,,გადაცილება'' შედგა  და გიუნაშვილმა წუხანდელი ღამე უკვე შინ გაათია.
 
,,2016 წელს რაულ ხაჯიმბას აქტიური და უშუალო მონაწილეობით განთავისუფლებულ იქნა სამხრეთ ოსეთის ოთხი მოქალაქე, რომელთაც 2005 წელს საქართველოში სამუდამო პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი’’ – ნათქვამია სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
 
შეგახსენებთ, სოფელ დისევის მკვიდრი, 1978 წელს დაბადებული გიორგი გიუნაშვილი ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში დააკავეს   დივერსიულ-ტერორისტულ საქმიანობის ბრალდებით.  ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, დაკავებული 2004 წლიდან "იღებდა აქტიურ მონაწილეობას ქართული სპეცსამსახურების კონტროლირებად უკანონო შეიარაღებულ ფორმირებაში – ცხინვალის რაიონის სოფელ დისევის ე.წ. "თავდაცვის ჯგუფში".
 
მარიონეტული რეჟიმის ცნობით, დაკავებული გიუნაშვილი 2007 წელს ხელყუმბარის აფეთქებაშიიყო  ეჭვმიტანილი. მათი მტკიცებით მან ასევე, 2008 წლის 11 აგვისტოს, ცეცხლსასროლი იარაღით დაცხრილა ოსური მხარის სამხედროები, რომლებიც სოფლის მიმდებარედ პატრულირებას ახორციელებდნენ, რასაც ერთი სამხედრო ემსხვერპლა, კიდევ ერთი მძიმედ დაშავდა. მაგრამ საბოლოო ჯამში მას თავისუფლების აღკვეთა საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის მიესაჯა.  
 
ცხინვალის რეჟიმის მიერ გიუნაშვილის გათავისუფლების მოტივირება ხაჯიმბას თხოვნით  არის ნაწილი ფარსისა, რომელსაც ოკუპანტის ხელდასმული მარიონეტული რეჟიმები ასრულებენ თავიანთი დემოკრატიულობისა და კეთილგონივრული თანამშრომლობის დემონსტრირებისათვის.
 
აქ აღსანიშავია, ისიც, რომ აფხაზური მხარე დიდი ხანია ვაჭრობს აფხაზი მეომრის გათავისუფლებასთან დაკავშირებით. შესაძლოა ეს არის პასუხი კითხვაზე – ,,შენ ჩემთვის რა გატირებდა''
 
 
 

სიახლეები

ბოჭორიშვილი- EU-ში ხშირად ატარებენ შეხვედრებს, იმისთვის რომ საქართველო არ მიიწვიონ

ევროკავშირში ხშირად ატარებენ შეხვედრებს, იმისთვის რომ საქართველო არ მიიწვიონ. ისეთ თემებზე, რომელიც არის გაფართოება,...

საიამ სტრასბურგში რუსეთის წინააღმდეგ ანწუხელიძისა და სხვა სამხედროების საქმეები მოიგო

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECHR) საქმეზე „მალაჩინი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა,...

“დროა”-ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა

ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა - ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს. პრესსამსახურის ცნობით, ამ წუთებში, ციხეში,...

უკრაინის იერიშების გამო რუსეთი საწვავის იმპორტსა და მის სუბსიდირებას განიხილავს

გაზეთ Ведомости-ს ინფორმაციით, რუსეთი საწვავის იმპორტსა და ნავთობპროდუქტებზე ფასების დასაწესებლად შესაბამისი სუბსიდიების შემოღებას განიხილავს,...