მთავარისიახლეებიპოლიტიკადაუჭერს თუ არა მხარს ,,ნაციონალური მოძრაობა'' სახალხო დამცველის თანამდებობაზე არასამთავრობო...

დაუჭერს თუ არა მხარს ,,ნაციონალური მოძრაობა” სახალხო დამცველის თანამდებობაზე არასამთავრობო სექტორის მიერ წარმოდგენილ კანდიდატურას?

Published on

,,დაუჭერს თუ არა მხარს ,,ნაციონალური მოძრაობა''   სახალხო დამცველის თანამდებობაზე არასამთავრობო სექტორის მიერ წარმოდგენილ კანდიდატურას, ეს თავად კანდიდატზეც იქნება დამოკიდებული. ” – აცხადებს პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია.
 
მისი განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა” მოწადინებულია, მჭიდროდ ითანამშრომლოს  არასამთავრობო ორგანიზაციებთანაღნიშნულ საკითხზე და შესაბამისად, კონსულტაციებს მართავს მათთან. 
 
”ვფიქრობთ, რომ მათ მიერ წარმოდგენილ კანდიდატს დავუჭიროთ მხარი, თუმცა ბუნებრივია ეს თავად კანდიდატზეც იქნება დამოკიდებული. უახლოესი დღეები გვიჩვენებს როგორ დასრულდება კონსულტაციები და რა გადაწყვეტილებას მივიღებთ. მაშინ, როცა ქვეყანაში იშვიათი გამონაკლისის გარდა თავისუფალი მედია არ არსებობს, სასამართლო პოლიტიკურ კონტროლსაა დაქვემდებარებული და გრძელდება პოლიტიკური ნიშნით დევნა, აღნიშნული თანამდებობა უაღრესად მნიშვნელოვანია. არასამთავრობო სექტორმა უნდა მოახერხოს და ამ თანამდებობაზე სხვადასხვა პარტიებთან ერთად აირჩიოს ის ადამიანი, რომელიც სახელისუფლებო კანდიდატი არ იქნება და მათ ინტერესებს არ გაატარებს”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

სიახლეები

“გახარია საქართველოსთვის” და „ლელო-ძლიერი საქართველო“ თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა

ორი ოპოზიციური პარტია თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა- “ლელო ძლიერი საქართველოს“ და “გიორგი გახარიას“...

ტრამპი უკრაინის შესაიარაღებლად ახალ “აგრესიულ” გეგმას გამოაცხადებს-Axios

ამერიკული გამოცემა Axios ორ საკითხზე ინფორმირებულ წყაროზე წერს, რომ 14 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ...

ამ ზაფხულს რუსულმა არმიამ მისი ხელმძღვანელობის მოლოდინები ვერ გაამართლა-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთის საზაფხულო იერიშის მცდელობამ არმიის ხელმძღვანელობის მოლოდინები არ...

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ორი მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა, რის...