მთავარისიახლეებისაზოგადოება,,ვიფიქროთ, ჩვენ ვისთვის ვიყოთ მოყვასი'' - პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიომ დღეს ...

,,ვიფიქროთ, ჩვენ ვისთვის ვიყოთ მოყვასი” – პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიომ დღეს სამებაში იქადაგა

Published on

უფლისთვის მთავარია, ჩვენს გულში და სულში ჩავიხედოთ, რომ არ იყოს გულცივობა, გულქვაობა, – ამის შესახებ საკვირაო ქადაგებისას საქართველოს პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ (მუჯირი) სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა. 
 
მეუფე შიომ ქადაგებისას კეთილი სამარიტელის შესახებ იგავზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საუკუნო ცხონების დამკვიდრებისთვის ერთ-ერთი უმთავრესი საწინდარი სამარიტელისებური მოწყალების თვისებაა. 
 
„ჩვენ კი არ უნდა ვიფიქროთ ვინ არის ჩვენთვის მოყვასი, არამედ, ჩვენ უნდა ვიფიქროთ ჩვენ ვისთვის ვიყოთ მოყვასი, რომ ჩვენ ყველასთვის უნდა ვიყოთ მოყვასი, ვისაც ესაჭიროება გვერდში დგომა, ვინც ჩვენთან დგას, ჩვენს გვერდით, განურჩევლად ეროვნებისა, სარწმუნოებისა, ყველას მიმართ უნდა ვიყოთ მოყვასები. 
 
უფლისთვის მთავარია ჩვენს გულში, ჩვენს სულში ჩავიხედთ, რომ არ იყოს გულცივობა, გულქვაობა, იყოს მოწყალება, სიყვარული, როგორც ჰქონდა ამ სამარიტელს, რამეთუ მოწყალება არის გზა. საუკუნო ცხოვრების ერთ-ერთი უმთავრესი საწინდარი არის სამარიტელისებური თვისება მოწყალებისა. ჩვენ, როგორც არასდროს, გვესაჭიროება ეს თვისება – მოწყალება. დალოცვილები და გახარებულები გამყოფოთ უფალმა“, – განაცხადა ქადაგებისას მეუფე შიომ. 
 
პატრიარქის მოსაყდრე ბათუმში დატრიალებულ ტრაგედიასაც გამოეხმაურა. „ჩვენ კიდევ ერთხელ ვიხსენებთ, რაც მოხდა გუშინწინ ბათუმში. ვუსამძიმრებთ და ვლოცულობთ იმ ადამიანების სულების საცხონებლად და მათ ოჯახებს ვუსურვებთ გაძლიერებას და ღვთის შეწევნას“, – აღნიშნა მეუფე შიომ. 

სიახლეები

ივანიშვილის ოჯახის წევრებმა უნდა მიიღონ სანქციები და განიდევნონ დასავლეთიდან – უილსონი

ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე პლატფორმა X-ზე ივანიშვილის ოჯახის წევრების სიას აქვეყნებს და წერს, რომ ისინი...

ლაშა გაბიტაშვილს ნიღბიანები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ

ლაშა გაბიტაშვილს თავს დაესხნენ - მას დაზიანებები სახის არეში ეტყობა. მომხდარის შესახებ გაბიტაშვილი სოციალურ ქსელში...

მზია ამაღლობელი 31-ე დღეა შიმშილობს

1 თვე მზია ამაღლობელის უკანონო პატიმრობიდან და შიმშილობის დაწყებიდან - "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელი...

9 დემონსტრანტის საქმე – მოსამართლემ ყველა მათგანს 5 ათას ლარიანი ჯარიმები დააკისრა

გამოხატვის თავისუფლებისთვის გასამართლებულ 9 პირს 5 ათას ლარიანი ჯარიმები დაეკისრათ. გადაწყეტილება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს...