მთავარისიახლეებიმსოფლიოცირკიდან გაქცეული ვეფხვი ეიფელის კოშკთან და ქართული რემინისცენცია: ჩვენი პატარა შუმბა

ცირკიდან გაქცეული ვეფხვი ეიფელის კოშკთან და ქართული რემინისცენცია: ჩვენი პატარა შუმბა

Published on

სააგენტო ფრანს პრესის'' ცნობით, გუშინ პარიზის ცირკიდან ვეფხვი გაიქცა. ეს დაახლოებით  ადგილობრივი დროით საღამოს 18:00 საათზე მოხდა და მისი გამოჩენით გამპწვეულიპანიკა რამდენიმე საათს გაგრძელდა. იგი უამრავმა ხალხმა დაინახა პარიზის ქუჩებში 
მთელი ამ დროის განმავლობაში ნადირი  სენის სანაპიროზე და ეიფელის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე ქუჩაში დახეტიალობდა. იგი აქვე მდებარე პარკშიც შენიშნა  მოსეირნე ხალხმა, რომელთა შორის ქალები და ბავშვები ჭარბობდნენ.
ნადირი ტრამვაის რელსებსაც დაუყვა, თუმცა აგრესია არ გამოუვლენია, იგი დროდადრო  ხან ხიდქვეშ იმალებოდა, ხან პარკის ბუჩქნარებში. 
 
ადგილს დაუყოვნებლივ შემოარტყეს ალყა პოლიციელთა რაზმებმა და  გამომდინარე იქიდან, რომ საფრთხე საკმაოდ მაღალი იყო,  ნადირი  მოკლეს. საფრანგეთის მედიაში ვრცელდება ნადირის მოკვდინების სხვა ვერსიაც – დაიწერა, რომ იგი პოლიციელებმა კი არა, ცირკის ერთ-ერთმა თანამშრომელმა მოკლა.როგორც გაირკვა, ვეფხვი 2 წლისაიყო და ა.ს 200 კგ-ს იწონიდა.  
 
მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. ცირკ Bormann Moreno  -ს  მფლობელი  დაკავებულია.  
 
სოციალურ ქსელებში ვრცელდება მოკლული ნადირის სურათები და გამოითქმის არშფოთება იმის გამო, რომ ნადირის გაუვნებლება ასე ბარბაროსულად მოხდა მაშინ, როცა ეს შესაძლებელი იყო ტრანკვილიზატორის საშუალებით. 
 
 
ამავე დროს ზოოდამცველები მოითხოვენ ახლა მაინც აიკრძალოს გარეული ცხოველების გაწვრთნა საცირკო წარმოდგენებისათვის. 
არ შეიძლება აქ არ გაგახსენდეს უწყალოდ მოკლული ჩვენი პატარა შუმბა, რომელიც თბილიში  მოსეირნე სიმპათიური  ბეჰემოთის – ბეგოსგან განსხვავებით, ცრემლიან მოგონებებს აღძრავს. ქუჩაში გასეირნება აზრადაც არ მოსვლია და თავისივე ვოლიერში მოკლეს. აგო ამისთვის პასუხი ვინმემ? 
 
 

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...