მთავარისიახლეებისაზოგადოებასასულიერო პირებმა ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი...

სასულიერო პირებმა ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს

Published on

სასულიერო პირებმა ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს. 
 
პანაშვიდი მამა ანდრია თურმანიძემ და დეკანოზმა არჩილ ჩხარტიშვილმა გადაიხადეს.
სასტუმრო „ლეოგრანდთან“ იმყოფებოდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე და ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი მეუფე დიმიტრი. 
დღე დილით გამოქვეყნდა პატრიარქის  სამძიმრის წერილ, რომელშიც იგი საქართველოს ეკლესიისა და პირადად მისი სახელით ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ წუხელ მომხდარი ტრაგედიის გამო დიდი გულისტკივილს და მწუხარებას გამოთქვამს. 
„საქართველოს ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით გამოვთქვამთ დიდი გულისტკივილსა და მწუხარებას ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ წუხელ ხანძრის შედეგად მომხდარი ტრაგედიის გამო და ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. ამასთან, შევთხოვთ უფალს დაამშვიდოს ჩვენი ქვეყანა და დაიცვას განსაცდელთაგან“, – ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის სამზიმრის წერილში. 

 
 
დაზუსტებული ინფორმაციით, ბათუმში, სასტუმრო "ლეოგრანდში" გაჩენილი ხანძრის შედეგად, 11 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, 10 საქართველოს, ხოლო 1 ირანის რესპუბლიკის მოქალაქეა. ხანძრის შედეგად, სულ ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა 21 ადამიანს, მათგან 13 კი უკვე გაეწერა საავადმყოფოდან. ამ დროისთვის საავადმყოფოში მოთავსებულია რვა პაციენტი. 
დაშავებულებს შორის, რომლებიც საავადმყოფოებში რჩებიან, სამი საქართველოს მოქალაქეა, მათგან 1 მეხანძრე-მაშველი, 4 თურქეთის მოქალაქეა და ერთი ისრაელის.

სიახლეები

ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ – ზელენსკი

უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან - ამ გზავნილით ჩავიდა ამერიკული დელეგაცია მოსკოვიდან...

11 შეკვრა „კოკაინი“ და სინთეზური ნარკოტიკები – დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისისა და ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა.- მე-13 ხელფასი გაიცემა საზმაუს...

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...