მთავარისიახლეებისაზოგადოებასაპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში "დები ზარანდიების სახელობის" სასტიპენდიო პროგრამის 2017-18 წლების სტიპენდიანტებთან შეხვედრა-პრეზენტაცია...

საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში “დები ზარანდიების სახელობის” სასტიპენდიო პროგრამის 2017-18 წლების სტიპენდიანტებთან შეხვედრა-პრეზენტაცია გაიმართა

Published on

საქველმოქმედო ფონდმა SOCO-მ  მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ფონდის მიერ დაწესებული დები ზარანდიების სახელობის სასტიპენდიო პროგრამის 2017-2018 წლის სტიპენდიანტებთან შეხვედრა გამართა.პროგრამა  საქველმოქმედო-ჰუმანიტარული ფონდი „SOCO“ -ს  დამფუძნებლისა და დირექტორის ქ-ნი სანდრა ელისაბედ რულოვსის ინიციატივითა და მხარდაჭერით ხორციელდება. "დები ზარანდიების სახელობის სასტიპენდიო პროგრამა უკვე 3 წელია მიმდინარეობს, იგი დაწესდა ლიზა და ინდირა ზარანდიების ხსოვნის მისაგებად, რომლებიც ტრაგიკულად დაიღუპნენ 2015 წლის ივნისში, თბილისში წყალდიდობის დროს.ეს სასტიპენდიო პროგრამა ხელს უწყობს სტუდენტებს სხვადასხვა რაიონში მცხოვრები შეჭირვებული ოჯახებიდან, რომლებიც სხვადასხვა უნივერსიტეტში იღებენ განათლებას.სტიპენდია მოიცავს წელიწადში 8 თვეს და ყოველთვიური დახმარება თითოელი სტუდენტისთვის შეადგენს 150 ლარს.იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენი ფონდის ამგვარი თანადგომა მათთვის იქნება სტიმული მათი წარმატებული სწავლისთვის.შესაძლებლობას მისცემს, ნიჭიერ, შრომისმოყვარე და მიზანდასახულ სტუდენტებს სწორედ მიმართონ თავიანთი პოტენციალი ცოდნის მიღებისა და ინტელექტუალური დონის ამაღლებისკენ."- განაცხადა სანდრა რულოვსმა. პრეზენტაციას ესწრებოდნენ ლიზი და ინდირა ზარანდიების ოჯახის წევრები და სასტიპენდიო პროგრამის 2016-2017 წლის სტიპენდიანტები., რომელთა რიცხვი წელს 10 სტუდენტს შეადგენს.მთლიანად პროგრამამ 3 წლის მანძილზე 56 სტუდენტი მოიცვა

 

სიახლეები

დაკავებულია წითელი ცირკულარით ძებნილი 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის...

სარჯველაძე დიუშენის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა

სარჯველაძე დიუშენის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა - ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მათ მედიკამენტების თაობაზე ინფორმაციის...

ზუგდიდში მუნიციპალური ტრანსპორტის საფასური იზრდება

ზუგდიდის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულების 50-60%-ით გაძვირებას. ეს...

EU საქართველოსთან დიალოგს გამართავს, განიხილავენ უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებას – იოზვიაკი

EU 11 ივნისს საქართველოსთან სავიზო დიალოგის გამართვას გეგმავს - ეს არის მნიშვნელოვანი შეხვედრა ვიზალიბერალიზაციის...