მთავარისიახლეებისაზოგადოებაგიორგი კვირიკაშვილი უსამძიმრებს დაღუპულთა ახლობლებს და პირდება, რომ დაისჯება ყველა, ვისაც ბრალი...

გიორგი კვირიკაშვილი უსამძიმრებს დაღუპულთა ახლობლებს და პირდება, რომ დაისჯება ყველა, ვისაც ბრალი მიუძღვის ამ ტრაგედიაში

Published on

„ამას მოყვება უმკაცრესი რეაგირება და დაისჯება ყველა, ვისაც ბრალი მიუძღვის ამ ტრაგედიაში“- საქართველოს პრემიერმინისტრი ბათუმში სასტურმო "ლეო გრანდში" გაჩენილ ხანძარს საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა. გიორგი კვირიკაშვილმა სოციალური ქსელით ხანძრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა. 
 
"პირველ რიგში, ამ უმძიმეს წუთებში ვუსამძიმრებ ბათუმში, ხანძრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს. ეს ტრაგედია უმძიმესია თითოეული ჩვენგანისთვის. ამ ეტაპზე ხანძარი ლიკვიდირებულია და დაშავებულები გადაყვანილები არიან სამედიცინო დაწესებულებებში – მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მაშველმა-მეხანძრეებმა ურთულეს ვითარებაში შეძლეს ასზე მეტი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა. მადლობა თითოეულ მათგანს თავდადებული სამსახურისთვის. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური, რომ მოხდეს გამომწვევი მიზეზების სწრაფად დადგენა. ამას მოყვება უმკაცრესი რეაგირება და დაისჯება ყველა, ვისაც ბრალი მიუძღვის ამ ტრაგედიაში. დღეს ჩვენ ყველანი ვდგავართ დაღუპულთა ოჯახების და ახლობლების გვერდით,"- ნათქვამია პრემიერის განცხადებაში. 
 
ხანძრიდან რამდენიმე საათში, ბათუმში მთავრობის მეთაური და მთავრობის წევრები ჩავიდნენ. პრემიერმინისტრის თვითმფრინავი, რომელიც ბრუსელიდან თბილისში ბრუნდებოდა , სასტუმრო ,,ლეო გრანდში“ დატრიალებული ტრაგედიის გამო, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში საგანგებოდ დაეშვა.
გიორგი კვირიკაშვილი შემთხვევის ადგილზე მივიდა, სადაც აჭარის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელ ლევან მაისურაძისგან მომხდარის შესახებ ინფორმაცია მოისმინა. 

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....