მთავარისიახლეებისაზოგადოება,,არც თქვენ ხართ, ქალბატონო თამარ, ხელნაწერი, რომ არ დაიწვათ'' - პუბლიცისტი...

,,არც თქვენ ხართ, ქალბატონო თამარ, ხელნაწერი, რომ არ დაიწვათ” – პუბლიცისტი ქეთი ქურდოვანიძე მავანთ განუმარტავს, რატომ არ ემიჯნება ნაციონალური მოძრაობა მიშას

Published on

ეს თოვლიან-ყინულიანი ნოემბერი ბევრ ადამიანს, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ( გარკვეული დათქმით, ალბათ უფრო საბედნიეროდ!)  მოუშუშებელ იარებს ახსენებს, ფეხდაფეხ მდევართაგან ლაკადას ტყეებსა და ენგურის ჭალებში მიმალულ პრეზიდენტს  და მის ბედზე ფიქრში ღამენათევი ხალხის გაფითრებულ სახეებს. ჩვენ, ქართველები ვამსხვრევთ სტერეოტიპებს და ისევ და ისევ ვახერხებთ შესვლას ერთ მდინარეში, თუმცა სასაცილოდ არა გვაქვს  საქმე. 

 

პუბლიცისტი ქეთი ქურდოვანიძე თამარ ჩერგოლეიშვილის კომენტარს ეხმაურება:

ნიკა გვარამიას სტატუსზე თამარ ჩორგოლეიშვილის  კომენტარმა მიბიძგა დამეწერა:
 
1. როდესაც 90-იან წლებს ახსენებთ, ვხვდები, რომ ზვიადისტებს გულისხმობთ, რომლებსაც ბნელ და კოლექტიურად მოაზროვნე მასად აღიქვამთ. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ძალიან ცდებით. თუმცა ასეც რომ იყოს, არავის აქვს უფლება, თუნდაც ბრბოს, ტყვიები დაუშინოს, დაგეშილი ძაღლები მიუსიოს და მათი არჩევანის გამო ციხეებში ჩაყაროს. ამიტომ 90-იან წლების გახსენებაზე პატიოსან ადამიანს არა ზვიადისტები, არამედ ავტომეტებით შეიარაღებული და რუსულ ტანკებს ამოფარებული პუტჩისტები უნდა ახსენდებოდეს,
 
2. თქვენ ბრძანებთ, რომ საჭიროა სიცხადე და მართალიც ბრძანდებით, ოღონდ თქვენ მიერ დაანონსებული "სიცხადე" იმდენად სუმბურულია, რომ, სულ მცირე, საჭიროებს საფუძვლიან განმარტებებს. რა არის გაუგებარი რატომ არ ემიჯნება ნაციონალური მოძრაობა მიშას? თუ…?
 
3. როდესაც ბელადზე საუბრობთ, ანუ ზვიად გამსახურდიასა და მიხეილ სააკაშვილისადმი ხალხის მიერ გამოხატულ სიყვარულს ბელადომანიას უწოდებთ, მინდა განგიმარტოთ, რამ განაპირობა ხალხის ახსეთი განწობა:1.უსამართლობის განცდამ, 2. დასახელებული ლიდერების ღვაწლმა დათავდადებამ საკუთარი ქვეყნის წინაშე.
 
3. იმის შეგრძნებამ, რომ მათი მმართველობის დროს ისინი პრივილეგირებული ელიტის თანასწორნი იყვნენ და მათ ბნელებს და გოიმებს არავინ ეძახდა.
 
4. თქვენ ბრძანებთ: პატრიარქს რომ ვაკრიტიკებ, მაშინაც ვანაწყენებ ხალხსო. გიპასუხებთ: პატრიარქი თვისი არსებობის მანძილზე მხოლოდ საქართველოს საზიანოდ ირჯებოდა, ერთხელაც არ დაუთმია კომფორტი და სასათბურე პირობებში იშვიათი ყვავილივით იფურჩქნებოდა. ვფიქრობ, თქვენნაირ გამოცდილ პოლიტჟურნალისტს ეს არ უნდა ეშლებოდეს.
 
5. ბრბოს თანამოაზრე რომ გახდე, ამისთვის სულაც არ არის აუცილებელი ბნელი და უზნეო იყო. განათლებული, ზნეობრივი და წარჩნინებული ადამიანებიც ხშირად გამხდარან "კოლექტიური წადილის" ნაწილი. ამის არაერთი მაგალითი შემიძლია მოგიყვანოთ, თუნდაც ნაცისტური გერმანიის ისტორიიდან.
 
და ბოლოს გავიმეორებ ნიკა გვარამიას სიტყვებს: "ნუ დაასხამთ ცეცხლზე ნავთს", რადგან ეს ცეცხლი ყველას მოგვედება. და არც თქვენ ხართ, ქალბატონო თამარ, ხელნაწერი, რომ არ დაიწვათ. 

სიახლეები

“მე ვერ მივდივარ, ჩემს ნაცვლად წადი შენ!” – ნიკა გვარამია ხალხს თსუ პირველ კორპუსთან შეკრებისკენ მოუწოდებს

კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, პატიმარი ნიკა გვარამია 13 სექტემბერს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით სტატუსს აქვეყნებს...

მზად ვარ, რუსეთს სანქციები დავუწესო, თუ NATO-ს წევრი ყველა ქვეყანა იგივეს გააკეთებს – ტრამპი

NATO-ს წევრი ქვეყნებისთვის გაგზავნილ წერილში დონალდ ტრამპი რუსეთ-უკრაინის ომს "ბაიდენისა და ზელენსკის ომად" მოიხსენიებს...

რუსული შეტევა სუმის მიმართულებით მთლიანად ჩაშლილია – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალთან, გენერალ ოლექსანდრ სირსკისთან შეხვედრის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სუმის...

ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას პაატა ბურჭულაძეც ესწრებოდა

ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მოძრაობა "რუსთაველის გამზირის" დამფუძნებელმა პაატა ბურჭულაძემ განაცხადა, რომ ლევან...