მთავარისიახლეებისაზოგადოებაზვავი, ღვარცოფი და შტორმი - სინოპტიკოსები საქართველოში ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ

ზვავი, ღვარცოფი და შტორმი – სინოპტიკოსები საქართველოში ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ

Published on

უამინდობა საქართველოში – დღეიდან თბილისში ნალექი უნდა შეწყდეს, თუმცა დაბალი ტემპერატურა შენარჩუნდება. რეგიონებში კი, სინოპტიკოსები ძლიერ ნალექს ელოდებიან. მთაში ზვავებისა და ღვარცოფების საშიშროებაა, შტორმი იქნება შავ ზღვაზე.„საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურის კლება. ნალექი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი და უმეტესად თოვლის სახით. მოსალოდნელია ზვავების ფორმირება და ღვარცოფულ – მეწყერული წარმონაქმნები. ამის გამო შესაძლებელია, კვლავ შავ ზღვაზე იყოს 4-5 ბალიანი შტორმი,“ – განაცხადა სინოპტიკოსმა ნაირა მანველიშვილმა.უამინდობის გამო, შეზღუდვებია გზებზეც. ფარავანის უღელტეხილსა და ანდეზიტი-ღადოლარის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა მთლიანად აკრძალულია. გუდაური-კობის, ჯვარი-უშგულის, ცაგერი-ლენტეხის, ასევე ალპანა-ცაგერის მონაკვეთებზე, ასევე ნაქერალას უღელტეხილზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და დიდი ტევადობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით არის ნებადართული გადაადგილება ვაზიანი-გომბორი-თელავის გზის ვერონა-შუამთის მონაკვეთზე.

სიახლეები

ზუგდიდის,რაიონულმა სასამართლომ აქტივისტი როსტო ზარანდია დამნაშავედ ცნო

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ როსტო უკვე მეოთხედ ცნო "დამნაშავედ", ამჯერადაც "დანაშაული" პროკურატურის კედელზე მზია ამაღლობელის...

მედია- აზერბაიჯანული თვითმფრინავის ჩამოგდების ბრძანება რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გასცა

აზერბაიჯანულ რედაქციაში შესულმა ანონიმურმა წერილმა შესაძლოა ახალ ფაზაში გადაიყვანოს გამოძიება, რომელიც ეხება 2024 წლის...

სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე-სერიოზულად უნდა განვიხილოთ რუსული არხების აკრძალვა

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა ადგილობრივ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ "სერიოზულად უნდა...

პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებს სადეპუტატო მანდატები შეუჩერა

82 მომხრე - 0 წინააღმდეგი - "ოცნების" პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებისთვის სადეპუტატო მანდატების ვადაზე...