საპატრიარქო ილია მეორის მოსაყდრის შესახებ ოფიციალურ განცხადებას სავარაუდოდ დღეს გააკეთებს

0
393
სავარაუდოდ დღეს საპატრიარქო განცხადებას გამოაქვეყნებს ილია მეორეს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც პატრიარქის მოსაყდრედ მიტროპოლიტ შიო მუჯირის დანიშვნას ეხება. ამ განცხადებაში ასევე განმარტებული იქნება მოსაყდრის უფლებამოვალეობები. სინოდის წევრთა აბსოლიტური უმრავლესობისთვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მიერ მოსაყდრის დასახელება მოულოდნელი აღმოჩნდა. როგორც "იმედს" ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრი შიოლაშვილმა განუცხადა, ეს ინფორმაცია მან მედიიდან შეიტყო. მოსაყდრის დასახელების შესახებ ინფორმაციას არ ფლობდა არც ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე. მეუფე გერასიმეს განცხადებით, ინფორმაცია მან მედიისგან შეიტყო.გუშინ პატრიარქმა საკუთარ მოსაყდრედ ჩხოროწყუსა და სენაკის მიტროპოლიტი შიო მუჯირი დაასახელა.
წინა სტატიაზვავი, ღვარცოფი და შტორმი – სინოპტიკოსები საქართველოში ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ
შემდეგი სტატიასაპარლამენტო უმრავლესობა ომბუდსმენის კანდიდატურას სავარაუდოდ დღეს დაასახელებს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური