მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,როგორ უნდა მიმდინარეობდეს ანალოგიური ვითარების გაშუქება, რომ რისკის ქვეშ არ დავაყენოთ...

,,როგორ უნდა მიმდინარეობდეს ანალოგიური ვითარების გაშუქება, რომ რისკის ქვეშ არ დავაყენოთ არც ჩვენი მოქალაქეები და არც მებრძოლები” – პრეზიდენტი მიესალმება დისკუსიას მედიასტანდარტების შესახებ

Published on

”მინდა მივესალმო იმ აქტიურობას, რომელიც იყო მედიის მხრიდან. განსაკუთრებით მინდა მივესალმო ქარტიის აქტიურობას, რომელმაც დააფიქსირა თავისი პოზიცია გაშუქებასთან დაკავშირებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ხდებოდა ოპერაციის მიმდინარეობის დროს – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა  სპეცოპერაციის მიმინარეობის მედიაში გაშუქების მიზანშეწონილობის საკითხის კომენტირებისას.
 
როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, კარგი იქნება, თუ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ დაწყებული მსჯელობა მედიაში გადაინაცვლებს და ერთიანი სტანდარტი შეიქმნება.
,, ჩვენი მედიის დამოუკიდებლობა არის ძალიან მნიშვნელოვანი ღირებულება ქართული საზოგადოებისთვის, ამავე დროს, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება დისკუსია იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა მიმდინარეობდეს ანალოგიური ვითარების გაშუქება, როგორ უნდა დავიცვათ სტანდარტები, რომ რისკის ქვეშ არ დავაყენოთ არც ჩვენი მოქალაქეები და არც მებრძოლები, ამ თვალსაზრისით კარგი იქნება თუ ქარტიის მიერ დაწყებული მსჯელობა გადავა თვითონ მედიაში და მედია ამ ვითარებაში მუშაობის და თავისი საქმიანობის განხორციელების თავის სტანდრატებს შექმნის”, – განაცხადა პრეზიდენტმა.
 
შეგახსენებთ, რომ სპეცოპერაციის მიმდინარეობის დროს ყველა მედიასაშუალება პირდაპირი ეთერის რეჟიმში მუშაობდა, რამაც როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური რეაქცია გამოიწვია პოლიტიკოსებისა და ფართო საზოგადოების წრეებში. 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...