მთავარისიახლეებისაზოგადოებარატომ გადაულოცა შს მინისტრმა გუშინდელი მოვლენების კვალიფიკაცია სუს-ს ?...

რატომ გადაულოცა შს მინისტრმა გუშინდელი მოვლენების კვალიფიკაცია სუს-ს ? – ჟურნალისტი ლაშა ბერულავა

Published on

ჟურნალისტი ლაშა ბერულავა მკითხველის ყურადღებას ამახვილებს ერთ მნიშვნელოვან დეტალზე:
 
გუშინდელი სპეცოპერაციის მიმდინარეობისას ერთადერთი, ვინც კომენტარი გააკეთა საერთაშორისო დიპკორპუსიდან, აშშ-ის ელჩი იყო. 
იან კელიმ ორ რამეს გაუსვა ხაზი:
ა) უზრუნველყავით მოსახლეობის უსაფრთხოება;
ბ) სპეცოპერაციის დამთავრების შემდეგ მოსახლეობას გამჭვირვალედ მიაწოდეთ ინფორმაცია.
 
სავარაუდოდ, კელიმ კარგად იცოდა, რომ ხელისუფლება სპეცოპერაციის დეტალების გასაჯაროებას (რა თქმა უნდა, დასაშვებ ფარგლებში, მინიმუმ, ლიკვიდირებულთა ვინაობის გამხელით მაინც) არ აპირებდა.
 
დღეს შს მინისტრმა თქვა, რომ საქმე გვაქვს საერთაშორისო ტერორიზმის ფაქტთან, რომ გამოძიება სხვა ქვეყნებშიც მიმდინარეობს, რომ ლიკვიდირებული ჩატაევია თუ არა, უნდა დაველოდოთ ექსპერტიზას, ხოლო შეკითხვაზე, იყო თუ არა ეს ტერორიზმი, განაცხადა, რომ ეს იყო მცდელობა, ხოლო კვალიფიკაცია სუს-ს გადაულოცა.
 
ტერორიზმთან ბრძოლაში ყველაზე დიდი გამოცდილების მქონე სახელმწიფოს დიპლომატის რჩევას ხელისუფლება არ/ვერ ითვალისწინებს, რითაც კვებავს ჭორებს.'' წერს ლაშა ბერულავა. 

სიახლეები

ზუგდიდის,რაიონულმა სასამართლომ აქტივისტი როსტო ზარანდია დამნაშავედ ცნო

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ როსტო უკვე მეოთხედ ცნო "დამნაშავედ", ამჯერადაც "დანაშაული" პროკურატურის კედელზე მზია ამაღლობელის...

მედია- აზერბაიჯანული თვითმფრინავის ჩამოგდების ბრძანება რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გასცა

აზერბაიჯანულ რედაქციაში შესულმა ანონიმურმა წერილმა შესაძლოა ახალ ფაზაში გადაიყვანოს გამოძიება, რომელიც ეხება 2024 წლის...

სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე-სერიოზულად უნდა განვიხილოთ რუსული არხების აკრძალვა

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა ადგილობრივ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ "სერიოზულად უნდა...

პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებს სადეპუტატო მანდატები შეუჩერა

82 მომხრე - 0 წინააღმდეგი - "ოცნების" პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებისთვის სადეპუტატო მანდატების ვადაზე...