მთავარისიახლეებისაზოგადოებაპატრიარქის მიერ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის მოსაყდრედ დასახელება არ ნიშნავს, რომ...

პატრიარქის მიერ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის მოსაყდრედ დასახელება არ ნიშნავს, რომ იგი მომავალში უპირობოდ გახდება საქართველოს პატრიარქი

Published on

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მოსაყდრედ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო მუჯირი დაასახელა, თუმცა  ეს არ ნიშნავს, რომ იგი უპირობოდ გახდება საქართველოს მომავალი პატრიარქი.
ილია მეორის მიერ თავის მოსაყდრედ ვინმეს დასახელება არ ნიშნავს, რომ მომავალი პატრიარქის კანდიდატურა დაასახელა. თეოლოგები განმარტავენ, რომ პატრიარქს ვერ ეყოლება მემკვიდრე, ეს არ არის მონარქიული სისტემა. პატრიარქს ირჩევს სინოდი. ვის აირჩევს სინოდი, ეს სინოდის საკითხია. 
 
„ეს შეიძლება ნიშნავდეს საეკლესიო–საპატრიარქო საკითხების ადმინისტრაციულ მმართველობას და არა პატრიარქის სტატუსის მინიჭებას. ეს არის საპატრიარქოში ადმინისტრაციული საქმის განკარგვის ფუნქციის მინიჭება. . ის შეასრულებს არა პატრიარქის ფუნქციებს, არამედ იმას, რასაც საპატრიარქოში მიანიჭებენ. თუმცა, რა შეიძლება იყოს ეს ფუნქცია, მე არ ვიცი. ეს უნდა იკითხოთ საპატრიარქოში. ამას არა აქვს დადგენილი წესები და გარედან განსჯა შეუძლებელია. როგორ ლაგდება ადმინისტრაციული საკითხები, ამაზე ერთი უნივერსალური კანონი არ არსებობს“, – 
როგორც ვარდიძე აცხადებს, მოსაყდრეს საპატრიარქოში მხოლოდ ადმინისტრაციული საქმის განკარგვის ფუნქცია ენიჭება-  აცხადებს თეოლოგი  ვაჟა ვარდიძე.
 
, რომ პატრიარქის მიერ  მიტროპოლიტ შიო მუჯირის დასახელება მოსაყდრედ ნიშნავს, რომ სიმბოლურად ილია მეორემ მას მხარდაჭერა გამოუცხადა. – აცხადებს თეოლოგი ბექა მინდიაშვილი 
მისი განმარტებით, ვინაიდან მონარქია არ არსებობს, ილია მეორის მიერ შიო მუჯირის მოსაყდრის დასახელება მის მემკვიდრედ გამოცხადებას ნამდვილად არ ნიშნავს.
”ეს არ არის მემკვიდრე. ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს პატრიარქი, მაგრამ მოსაყდრე არის ადამიანი, რომელიც მისი გარდაცვალების შემთხვევაში მოვალეა 40 დღის განმავლობაში მოიწვიოს კრება. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან სიმბოლური და მნიშვნელოვანი განაცხადი პატრიარქის მხრიდან, თუ ვის ხედავს ამ მოვალეობის შემსრულებლად. სიმბოლურად მხარდაჭერაა ნამდვილად. რა თქმა უნდა, არ ნიშნავს პირდაპირ მემკვიდრის დასახელებას, რადგან ეს არ არის მონარქია, რომ მემკვიდრეობით გადაეცემოდეს პატრიარქობა, მაგრამ ამ ადამიანის მკვეთრი გამორჩევა სიმბოლური მხარდაჭერა ნამდვილად არის”. – განაცხადა მინდიაშვილმა.

 
 
 

სიახლეები

“მე ვერ მივდივარ, ჩემს ნაცვლად წადი შენ!” – ნიკა გვარამია ხალხს თსუ პირველ კორპუსთან შეკრებისკენ მოუწოდებს

კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, პატიმარი ნიკა გვარამია 13 სექტემბერს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით სტატუსს აქვეყნებს...

მზად ვარ, რუსეთს სანქციები დავუწესო, თუ NATO-ს წევრი ყველა ქვეყანა იგივეს გააკეთებს – ტრამპი

NATO-ს წევრი ქვეყნებისთვის გაგზავნილ წერილში დონალდ ტრამპი რუსეთ-უკრაინის ომს "ბაიდენისა და ზელენსკის ომად" მოიხსენიებს...

რუსული შეტევა სუმის მიმართულებით მთლიანად ჩაშლილია – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალთან, გენერალ ოლექსანდრ სირსკისთან შეხვედრის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სუმის...

ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას პაატა ბურჭულაძეც ესწრებოდა

ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მოძრაობა "რუსთაველის გამზირის" დამფუძნებელმა პაატა ბურჭულაძემ განაცხადა, რომ ლევან...