მთავარისიახლეებისაზოგადოებამეუფე შიომ პატრიარქის გადაწყვეტილების შესახებ წუხელ გაიგო. ,,ეს ჩემთვის უდიდესი ჯვარია'' -...

მეუფე შიომ პატრიარქის გადაწყვეტილების შესახებ წუხელ გაიგო. ,,ეს ჩემთვის უდიდესი ჯვარია” – აცხადებს იგი

Published on

 სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო მუჯირი პატრიარქის მიერ მის მოსაყდრედ დასახელების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. 
 
მე ნამდვილად, ჩემი თავი მიმაჩნია უღირსად ამ მსახურებისთვის, მიღებული გადაწყვეტილება ჩემთვის „უდიდესი ჯვარია“.- განუცხადა  ჟურნალისტებს მეუფე შიომ.
 
„მისმა უწმინდესობამ ისეთი დიდი პატივი მარგუნა წილად, რომ ვღელავ, რამეთუ ეს უდიდესი ჯვარია. მე იმედი მაქვს ღვთის მადლის, შეწევნის, წმინდა გიორგის მფარველობის და მისი უწმინდესის მამობრივი ხელმძღვანელობის და ლოცვა-კურთხევის. მე ნამდვილად, ჩემი თავი მიმაჩნია უღირსად ამ მსახურებისთვის“, – განაცხადა მეუფე შიომ.
 
მისივე თქმით, პატრიარქის გადაწყვეტილების შესახებ წუხელ გაიგო. 
 
„ეს არის განსაკუთრებული ვითარება. ჩვენს ისტორიაში მე ვერ ვიხსენებ ასეთ ვითარებას. უახლოეს მომავალში გამოჩნდება ვალდებულებები როგორი იქნება“, – აღნიშნა მან.
 
დღეს პატრიარქმა საკუთარ მოსაყდრედ ჩხოროწყუსა და სენაკის მიტროპოლიტი შიო მუჯირი დაასახელა. ბრძანება, რომელიც ილია მეორის თქმით დღეს დაიწერა, მან ქაშუეთის ეკლესიაში სადღესასწაულო წირვის დაწყებამდე წაიკითხა.
"ეს არის ისტორიული გიორგობა. წმინდა გიორგიმ ინება, რომ მყავდეს მოსაყდრე და ეს არის მეუფე შიო. მეუფე შიოს ვულოცავ ამ მაღალ წოდებას და იმედი მაქვს, რომ გაამართლებს დაკისრებულ საქმეს", – განაცხადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ქაშუეთის ტაძარში სადღესასწაულო წირვის შემდეგ ქადაგებისას. 
 
 
 

 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...