კითხვები… კითხვები… და ხელისუფლების დუმილი

0
444
ჟურნალ ,,პრემიერის” რედაქტორი გოჩა მირცხულავა გუშინდელ მოვლენებს აფასებს.
 
21-22 ნოემბერს განვითარებული მოვლენები წარმოაჩენს როგორც პოზიტივს – რომელიც უამრავ კითხვას შეიცავს და ასევე ნეგატივს. თუმცა, ამ კითხვებს, რომ ვინმე გასცემს სწორად პასუხს ამის იმედი არ მაქვს. ერთი ელემენტარული მიზეზის გამო, ხელისუფლებას კითხვებზე პასუხების გაცემა არ უყვარს და მიაჩნია, რომ დუმილი ან აბსოლუტურად არაკვალიფიციური განცხადებები, ყველაზე კარგი გამოსავალია. – წერს იგი. 
 
ანალოგიური ვითარებების გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ასეთ დროს ხელისუფლების დუმილი ქმნის საკმაოდ მძიმე ვითარებას და აჩენს უმარავ კითხვას. მიუხედავად იმისა მოსწოს ეს ვინმეს თუ არა, ყველა კითხვა აბსოლუტურად ლეგიტიმურია. ხელისუფლების დუმილი ასევე ხელს უწყობს ნეგატიური ლეგენდებისა და მითების შექმნას.
 
შვეცადე, რამდენიმე ანალოგიური შემთხვევიდან რეგირების გაანალიზებით გამეკეთებინა მინიმოდელი, როგორ უნდა ემოქმედა ხელისუფლებას საინფორმაციო ველზე.
 
სწორი კოორდინაციისა და სტრატეგიის შემთხვევაში აუცილებელი იყო შემდეგი ქმედებები:
1. მოსახლეობის ინფორმირება ანტიტერორისტული ოპერაციის მიმდინარეობაზე (დილიდანვე) და ამ პოროცესში ყველა საინფორმაციო საშუალებების ჩართვა, სოციალური ქსელების გამოყენება;
2. იმავე ინფორმაციის განმეორება და დამატება, რომ ევკუირებულია X -რაოდენობის მოქალაქე; ევაკუირებულთა შესახებ ინფორმაცია მუდმივად განახლებადი უნდა ყოფილიყო;
3. ინფორმაცია დაჭრილი სპეცრაზმელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და მე-2 -ში მითითებული ინფორმაცია;
4.ინფორმაცია ოპერაციის მიმდინარეობაზე – "ბინაში მყოფნი არ თანხმდებიან მოწოდებას ჩაბარების თაობაზე და სამართალდამცავების მიმართულებით პერიოდულად ხსნიან ცეცხლს" და მე-3 პუნქტში გაჟღერებული ინფორმაცია;
5. მოწოდება საინფორმაციო საშუალებების მიმართ – დამნაშავეების ეროვნებით იდენტიფიცირებაზე თავის შეკავების თაობაზე, და მე-4 პუნქტში მითითებული ინფორმაცია. 
6. სპეცოპერაციის სპეციფიკიდან გამომდინარე შესაძლებელი იყო სხვა კონკრეტული მესიჯების გაჟღერებაც;
7. სპეცრაზმელის გარდაცვალების თაობაზე განცხადება უნდა გაეკეთებინა შტაბს, მინიმუმ მინისტრის მოადგილეს და არა, აშკარად გაღიზიანებულ ექიმს, რომელიც გვამადლიდა თავის ტერმინილოგიას;
 
მოკლედ, ასე (ამ ან მსგავსი მოდელით) ძალიან ადვილი და სრულიად მისაღები იქნებოდა ოფიციალური საინფორმაციო უზრუნველყოფა.
 
ამავდროულად, აუცილებელი იყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შექმნილია შტაბი კონკრეტული პირების მონაწილეობით და ოპერაციას ხელმძღვანელობს ეს და ეს. (ამ შემთხვევაში იმაზე აპელირება, რომ ოპერაციის ხელმძღვანელის დასახელება უადგილოა მისი უსაფრთხოებიდან გამომდინარე არის არასწორი – მსოფლიოს ანტიტერორისტულ თუ სპეცოპერაციების ისტორიაში ვერ მოძებნით ვერ ერთ შემთხვევას, როდესაც დამალულია შტაბის ან ოპერაციის ხელმძღვანელის ვინაობა. 1961 წლის აშშ-ის სპეცოპერაციას კუბაში ხელმძღვანელობდა ალენ დალესი, 2004 წელს ბესლანის მოვლენების დროს სპეცოპერაციას ხელმძღვანელობდა ნიკოლაი პატრუშევი, მაუნტ – კარმელის ალყის ოპერაციას ფედერალური საგამოძიებო ბიუროს დირექტორი WILLIAM SESSIONS, 1976 წლის სპეცოპერაციას “არწივის ბრჭყალი” (Eagle's Claw) ) გენერალი ჯეიმს ვოტი). აღარ გავაგრძელებ…
 
არ ვაპირებ ამ თემის განვრცობას, მაგრამ ფაქტია, რომ ხელისუფლება პირველ რიგში ვერ ქმნის საინფორმაციო ნაკადებს – სწორ და დამაჯერებელ მესიჯებს და უფრო საგანგაშოა, ის რომ არც ფაქტის მიწოდება და სწორი კონსტატაცია შეუძლია. 
ბატონი სუბარის გაკეთებული განცხადება კი ნამდვილად არის ამ ყველაფრის კლასიკური დასტური. 
 
(აქვე უნდა ვთქვა, მოწოდების სიმაღლეზე არ იყო უმრავლესობის ლიდერი, იმის მიუხედავად, რომ მის მესიჯებს შესაძლოა დაეთანხმო ან არა – აქ უფრო სტილის პრობლემაა, რომელიც საკმაოდ ნეგატიურად მოქმედებს არა მხოლოდ იმ მოვლენაზე რომელზეც მას უწევს კომენტარების გაკეთება, არამედ მის პერსონაზეც. ცუდი არ იქნება თუ ამ მიმართულებით საკუთარ თავზე იმუშავებს. აბსოლუტურად გაუგებარი იყო ბატონო მდინარაძის ბრიფინგის პათოსი და ყურის აწევა "კითხვების დამსმელებისთვის", მაშინ როდესაც პოლიტიკური ლიდერები ასეთ დროს სხვა – პასუხისმგებლობის საკითხებზე უნდა მიანიშნებდნენ. არ შეიძლება ყველაფერში 9 წლის აჩრდილის ძებნა. ეს უკვე სასაცილოც კი არ არის.
წინა სტატიარატომ გადაულოცა შს მინისტრმა გუშინდელი მოვლენების კვალიფიკაცია სუს-ს ? – ჟურნალისტი ლაშა ბერულავა
შემდეგი სტატიაგუშინ დაღუპული სპეცრაზმელი ვანო გოლოშვილი – მისი ძმაც აფხაზეთისთვის ბრძოლებში დაეცა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური