იყო თუ არა მიზანშეწონილი რეპორტაჟები სპეცოპერაციის ადგილიდან? ,,თუ საინფორმაციო ველზე პრობლემებია, ხელისუფლებას მოსთხოვეთ და არა ჟურნალისტს! ” – თენგო გოგოტიშვილი

0
486
სოციალურ ქსელში არ წყდება კრიტიკული შეფასებები, რომლებიც მოყვა  რეპორტაჟებს გუშინ თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარე  სპეცოპერაციის ადგილიდან.
ტიპური ამონარიდი სოციალური ქსელიდან: 
,,ეს რა უბედურებაა, სად გაგონილა- სპეცოპერაციის დეტალების პირდაპირი ეთერით გადაცემა? ვინ არიან ეს ჟურნალისტები და ვის ემსახურებიან "ჩვენი" გამოარაფრებული ტელევიზიები? ეს არის ჟურნალისტიკა და ესაა ქვეყნისა და საზოგადოების უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის მებრძოლი მეოთხე ხელისუფლება?! ვაი, ჩვენს პატრონს უბედურს!…''
 
ჟურნალისტი თენგო გოგოტიშვილი კრიტიკულ შეფასებებს ეხმაურება: 
 
,,ბევრი წერს, რომ ყველაფერი ჟურნალისტების ბრალია, ამიტომ აუცილებლად ყველას ერთად უნდა გამოვეხმაურო:
1. ჟურნალისტი ჰაერივითაა – სადაც შეუძლია, იქ შედის. ყველა ქვეყანაში და ყველა დროს ასეა;
2. თუ ჟურნალისტის მოქმედება ხელს უშლის ოპერაციას, ისინი იქიდან პოლიციამ უნდა გაიყვანოს. მივიდეს, მოკიდოს ხელი და გამოიყვანოს უსაფრთხო მანძილზე.
3. თუ პოლიცია ამას არ აკეთებს და არ თვლის, რომ ჟურნალისტები ხელს უშლიან, თქვენ რა კუჭი გეწვით?
4. სუს-საც და შსს-საც აქვთ ყველა ტვ-ს ტელეფონი (ხომ არ ვამტკიცებ, რომ ყველას უსმენს?!) – სუს-ის ადმინისტრაციის უფროსი (პიარის ხელმძღვანელი) და შსს პიარის ხელმძღვანელი რ2-ის ყოფილი ჟურნალისტები არიან და, თუ ჩათვლიან საჭიროდ, გარწმუნებთ, ხმის მოწვდენას შეძლებენ.
5. იქ, სადაც ჟურნალისტები ცხვირს ვერ ჰქოფენ, იმ კორპუსების მოსახლეობაა შეყუჟული ტუალეტებსა და აბაზანებში – მათი ბედი ვის გაგახსენდათ და ვინ მოსთხოვეთ მთავრობას, გამოიყვანოს მოსახლეობა?
6. დავიჯერო, არავის არასდროს გინახავთ სადმე წყეულ ამერიკაში მიმდინარე ოპერაციის კადრები, როდესაც შემთხვევის ადგილის თავზე სატელევიზიო ვერტმფრენები ტრიალებენ?
7. და რატომ არავინ იმჩნევთ, რომ ტვ ხაზს უსვამს – ამ კადრებს ვავრცელებთ 1 საათის დაგვიანებით, რომ სპეცრაზმელებს არ შეექმნათ საფრთეო?
8. და იქნებ ვინმემ მოსთხოვოთ ხელისუფლებას, კონკრეტულ კითხვებზე გაგცეთ პასუხი და რამდენიმე საათი მაინც არ ისაუბროს სააკაშვილის ბრალეულობაზე?
9. აქამდე მთავრობას ჰყავდა გამოყოფილი სპიკერი – ვიცე-პრემიერი ბატონი ჯეჯელავა. მისი გათავისუფლების შემდეგ ეს ფუნქცია ვის გადაეცა, არავინ იცის. ამიტომ საინფორმაციო ველზე თუ პრობლემებია, ხელისუფლებას მოსთხოვეთ და არა ჟურნალისტს!  '' – წერს ჟურნალისტი თავის ფეისბუქ გვერდზე

 

წინა სტატიაგუშინ დაღუპული სპეცრაზმელი ვანო გოლოშვილი – მისი ძმაც აფხაზეთისთვის ბრძოლებში დაეცა
შემდეგი სტატიამეუფე შიომ პატრიარქის გადაწყვეტილების შესახებ წუხელ გაიგო. ,,ეს ჩემთვის უდიდესი ჯვარია” – აცხადებს იგი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური