მთავარისიახლეებისაზოგადოებავისია ბინა, სადაც სავარაუდოდ ტერორისტები არიან გამაგრებული, და რა ხდება პანკისში

ვისია ბინა, სადაც სავარაუდოდ ტერორისტები არიან გამაგრებული, და რა ხდება პანკისში

Published on

დუისის პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე იმყოფება გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე ბინის მეპატრონე ასლანბეგ ჯაბრაილოვი. მან ბინა ცოლის ძმის თხოვნით გააქირავა. არსებული ინფორმაციით მას ცოლის ძმისთვის დამქირავებლების ვინაობა არ უკითხავს. ჯაბრაილოვი 26 წლის არის და ახმეტაში "სოკარის" ბენზინგასამართ სადგურზე მუშაობს .
 
საჯარო რეესტრის მიხედვით, ბინა პანკისის ხეობაში მცხოვრებ მერი ხანგოშვილს ეკუთვნის. იგი უკვე დაიკითხა.  მან "კურიერთან" საუბარში განაცხადა, რომ ბინის ფაქტობრივი მფლობელი სხვაა და ის ამ ბინის მხოლოდ ფორმალური მფლობელია.
"ჩემმა ქმარმა გააქირავა თუ არა, არ ვიცი, მე მგონი, არ იყო გაქირავებული, მგონი, არავინ არ ცხოვრობდა მაგ ბინაში… მეც, როგორც თქვენ, ვზივარ ტელევიზორთან და ვუყურებ, არაფერი არ ვიცი… ჩემი მეუღლე იყო სამუშაოდ წუხელ, ახმეტაში, ახლა ვურეკავ და გამორთული აქვს, არაფერი არ ვიცი…", – განაცხადა მერი ხანგოშვილმა. 
 
"კურიერის"ინფორმაციით სახლი სადაც ტერორიზმში ბრალდებულები არიან გამაგრებული , დუისელ თინა გაოგაშვილს ეკუთვნის. ბინა გაქირავებულია.
სახლის პატრონი ავსტრიაში ცხოვრობს. ამნფორმაციის კომენტირებისას ჟურნალისტი ელისო კილაძე ამბობს: ,, მენიშნა-ავსტრიაში ცხოვრობს ტერორისტი ახმედ ჩატაევიც,რომელიც ქართული ციხიდან 2013 წელს ნანა კაკაბაძის შუამდგომლობით გაათავისუფლეს !''
 

რაც შეეხება პანკისის ხეობას, იქ  პოლიციისა და სპეცრაზმის მობილიზება არ შეინიშნება. 
მოსახლეობა ამბობს, რომ თბილისში კონტრტერორისტული სპეცოპერაციის შესახებ მედიიდან გაიგეს.
პანკისთან დაჯგუფების წევრების რაიმე კავშირს გამორიცხავს დუისის მაჟორიტარი დეპუტატი. რამაზ ბაღაკაშვილის განცხადებით, სანამ დაჯგუფების წევრების ვინაობა არ იქნება ცნობილი, იქამდე საუბარი არასამართლიანია.
 
 
 

სიახლეები

ვანო ნადირაძე თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალეს - ვანო ნადირაძე უკანასკნელ გზაზე ოჯახის...

პატიმრობა ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში – ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებები შედის

ქართული ოცნების პარლამენტს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებითი ცვლილებები შეაქვს. ცვლილების საბოლოოდ დამტკიცების შემთხვევაში, ადამიანს ადმინისტრაციული...

ვულოცავთ დანიას ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარედ დანიშვნას… მედი გვაქვს თქვენი ურყევი მხარდაჭერის-ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი დანიას ევროკავშირის თავმჯდომარედ დანიშვნას ულოცავს და იმედს გამოთქვამს, რომ დანია საქართველოს ევროპულ...

ოცნება სასამართლო სხდომებზე აუდიოჩანაწერების გაკეთებასაც ზღუდავს

ოცნება სასამართლო სხდომებზე აუდიოჩანაწერების გაკეთებასაც ზღუდავს. ამის შესახებ რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე ივანიშვილის დეპუტატმა, არჩილ...