მთავარისიახლეებიპოლიტიკაშსს განცხადებაში ბევრი კითხვა კვლავ უპასუხო დარჩა

შსს განცხადებაში ბევრი კითხვა კვლავ უპასუხო დარჩა

Published on

შსს თბილისში, გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
 
გავრცელებულ განცხადებაში აღინიშნა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ქალაქ თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციაში მონაწილეობდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის, ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, ასევე, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველები.
 
„ყველა დანაყოფი მოქმედებდა საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში. საპატრულო პოლიცია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან თანამშრომლობით, ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, სპეცოპერაციის განმავლობაში მიმდებარე პერიმეტრს იცავდა. პოლიციის მიერ ეტაპობრივად განხორციელდა საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობის გამოყვანა. აღნიშნულ ტერიტორიაზე სამართალდამცველები მკაცრად აკონტროლდებდნენ მოქალაქეების გადაადგილებას. საპატრულო პოლიციის ყველა ქმედება მიმართული იყო მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვისკენ. სპეცოპერაციის მსვლელობისას არც ერთი მშვიდობიანი მოქალაქე არ დაშავებულა. შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია სპეცოპერაციის ადგილზე იმყოფებოდა. მთელი დღის განმავლობაში, აღნიშნულ ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, კახაბერ საბანაძე და შს მინისტრის მოადგილე, მერაბ მალანია. სპეცოპერაციის დროს დაჭრილი ოთხი სპეცრაზმელის, მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ორი თანამშრომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.
 
შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ღონისძიებების მთავარი სამმართველოს მებრძოლის გარდაცვალების გამო“, – ნათქვამია განცხადებაში.

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....