მთავარისიახლეებიპოლიტიკასანდრო გირგვლიანის თემაზე სააკაშვილთან არასდროს მისაუბრია- დათა ახალაია სასამართლოს ჩვენებას აძლევს

სანდრო გირგვლიანის თემაზე სააკაშვილთან არასდროს მისაუბრია- დათა ახალაია სასამართლოს ჩვენებას აძლევს

Published on

სანდრო გირგვლიანის თემაზე სააკაშვილთან არასდროს მისაუბრია,  – ამის შესახებ ყოფილმა მაღალაჩინოსანმა დათა ახალაიამ სასამართლო სხდომაზე ადვოკატის კითხვის საპასუხოდ განაცხადა “საქართველოს მესამე პრეზიდენტს ვიცნობ, რა თქმა უნდა, მასთან საქმიანი ურთიერთობა მქონდა.  არასდროს გირგვლიანის თემაზე სააკაშვილთან საუბარი  არ მქონია, არასოდეს. მელნიკოვთან ერთად მიხეილ სააკაშვილთან მე არ მივსულვარ, ეს სრული აბსურდია, მელნიკოვი მანდ არასოდეს ყოფილა, მითუმეტეს შეწყალების თემასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რაზეც მე ახლა სასამართლოში ვიკითხები, ამ თემაზე საუბარი პრეზიდენტთან არ მქონია”, -აღნიშნა ახალაიამ. კითხვაზე, რა ურთიერთობა ჰქონდათ მელნიკოვთან, ახალაიამ აღნიშნა, რომ მელნიკოვთან ისეთივე კავშირი ჰქონდა, როგორიც სხვა რიგით თანამშრომელთან.“მელნიკოვთან ზუსტად ისეთი კავშირი მქონდა, როგორც სხვა რიგით თანამშრომელთან. მე უფროსი ვიყავი, ის გაცილებით დაბალი რგოლი იყო. მე ვაყენებდი საქმის კურსში უშუალოდ ჩემს მინისტრს, მელნიკოვს შს ვერ ჩავაბარებდი.სასამართლოზე ახალაიამ ასევე აღნიშნა, რომ 2006 წელს ირაკლი ოქრუაშვილს არ შეხვედრია.“2006 წელს ოქრუაშვილს არ შევხვედრივარ. ეს კაცი რატომ იტყუება, მე მას არ შევხვედრივარ”,- განაცხადა ახალაიამ.თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გირგვლიანის საქმეზე მოწმის სახით დათა ახალაია იკითხება. ძებნილი დათა ახალაიას დაკითხვა, დისტანციურად “სკაიპის” მეშვეობით მიმდინარეობს.

სიახლეები

უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის – ხვიჩა კვარაცხელია მიმართვას აქვეყნებს

“ამ დგომზე ბევრი მეკითხებოდა ბევრს უთქვამს კიდეც მსოფლიოში ყველა ფეხბურთელი რომ ლოცულობდეს თამაში ფრედ...

ზელენსკის უნდა სურდეს ამ ომის დასრულება და თუ მას ეს არ სურს, ვფიქრობ, ეს ძალიან ცუდი ამბავი იქნება -ტრამპი

ზელენსკის უნდა სურდეს ამ ომის დასრულება და თუ მას ეს არ სურს, ვფიქრობ, ეს...

რუბიო- უკრაინელები მამაცურად იბრძოდნენ, მაგრამ აშშ-ს გარეშე უკრაინა აღარ იარსებებდა

ამ საკითხზე თავის მართლებას აღარ ვაპირებთ, გასაგებია? რადგან შეერთებული შტატების დახმარება რომ არა, მათ...

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძე დარბაზიდან გააძევა

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადაიარიამ ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე დარბაზიდან გააძევა. რევაზ ნადარაიას გადაწყვეტილებას...