მთავარისიახლეებიპოლიტიკაპოროშენკოს აშშ – დან თითი დაუქნიეს, როგორც იტყვიან, ,,ქუგაღობეს''

პოროშენკოს აშშ – დან თითი დაუქნიეს, როგორც იტყვიან, ,,ქუგაღობეს”

Published on

,,ამერიკის ხმის'' ცნობით,  აშშ სახელმწიფო დეპარტამენტმა გააკეთა განცხადება, რომ ,,ძალიან მნიშვნელოვანია კიევმა თავი აარიდოს ისეთ ქმედებებს უფლებების უზენაესობის სფეროში, რომელიც შესაძლოა პოლიტიკურად მოტივირებული იყოს''. 
 
საქმე ეხება მიხეილ საააკაშვილის ოთხი მხარდამჭერის დეპორტირებას უკრაინიდან საქართველოში ბორნით, როგორც ეს განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა.
საქართველოს რვა მოქალაქის დეპორტაციის ფაქტი დაადასტურა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურმა და ეროვნულმა პოლიციამ, რომელთაც განმარტეს, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ძალოვანი სტრუქტურების მიერ მიწოდებული მასალების საფუძველზე, რომელნიც მოწმობენ, რომ უცხოელთა საქმიანობა ეწინააღმდეგება უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს.  
 
აშშ სახელმწიფო დეპარტანენტის განცხადებას პოროშენკოს ქმედების შესაძლო პოლიტიკური მოტივირებულბის შესახებ გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილი.
 
,, პოროშენკოს ეგონა, რომ მსოფლიო ამას ვერ შენიშნავდა. ეს ყოველთვის ამგვარი განცხადებებით იწყება და მთავრდება ან  ქონების კონფისკაციით ან დაკავებებით, როგორც  ეს მოხდა ლაზარენკოს, ფირტაშისა და პანამის პრეზდენტის მარტინელის შემთხვევებში, ეს უკანასკნელი, სხვათა შორის ამერიკის დიდ მეგობრად ითვლებოდა'' – წერს მიხეილ სააკაშვილი თავის პირად ფეისბუქგვერდზე. 




 

 

 

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....