მთავარისიახლეებიპოლიტიკაივანიშვილის ხელისუფლება, რომელიც მსოფლიოს ერთერთ უძლიერეს არმიასთან სააკაშვილის არმიის ბრძოლას აქილიკებდა, ...

ივანიშვილის ხელისუფლება, რომელიც მსოფლიოს ერთერთ უძლიერეს არმიასთან სააკაშვილის არმიის ბრძოლას აქილიკებდა, 24 საათია უშედეგოდ ,,ებრძვის” ბინაში მიმწყვდეულ 2 ადამიანს , სად არის მისი სტრატეგიული აზროვნება და ქადილი?

Published on

გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია ამ დრომდე გრძელდება.
 
დრო გადის, ბინაში მყოფთა შეიარაღებული წინააღმდეგობა კი გრძელდება  და სულ უფრო მეტ კითხვას აჩენს. 
,,ერთი გარნიზონის სამყოფი ტყვია-წამალი, ავტომატური იარაღი და ხელყუმბარები როგორ შეიტანეს ბინაში?
სად იყო კონტრდაზვერვა, უსაფრთხოების სამსახური, შინაგან საქმეთა სამინისტრო?
სად იყო საქართველოს მთავრობა?'' – ამ კითხვის ავტორი ნაციონალირი მოძრაობის წევრი ნუგზარ წიკლაურია.
 
 სულ უფრო გახშირდა კითხვები, რომლებიც უკავშირდება ,,არაპარალელურ პარალელებს'' ლაფანყურის ოპერაციასთან და ქართული არმიის ბრძოლას რუსეთის დივიზიონებთან 2008 წლის ომში.
 
სად არის ის ხალხი, რომელიც  კრიტიკულ კითხვებს სვამდა ლაფანყურის, ახლა უკვე თამამად შეიძლება ითქვას, ბრწყინვალედ დაგეგმილ  გმირულ ოპერაციასთან დაკავშირებით და ამაზე მეტად  ის ხალხი, რომელიც აქილიკებდა ქართველი ბიჭების სამდღიან უთანასწორო ბრძოლას მტერთან – სამ დღეზე მეტი რატომ ვერ გაუძლესო.
 
ერთი დღეღამეა ივანიშვილის ხელისუფლება ,,ებრძვის'' ბინაში მიმწყვდეულ 2 ადამიანს , სად არის მისი სტრატეგიული აზროვნება და ქადილი?

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...