მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიორგი მარგველაშვილი - დღეს ვანო მერაბიშვილის შეწყალების საფუძველი არ მაქვს

გიორგი მარგველაშვილი – დღეს ვანო მერაბიშვილის შეწყალების საფუძველი არ მაქვს

Published on

მე დღეს ვანო მერაბიშვილის შეწყალების საფუძველი არ მაქვს, – ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში შეკითხვას, შეიწყალებს თუ არა შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ვანო მერაბიშვილს.„ადამიანზე, როდესაც ციხეში ზის, ყოველთვის რთულია ნებისმიერი რამის თქმა. თუნდაც იმის, თქმა, რომ მე არ შეგიწყალებ, რაც არ უნდა პოლიტიკური თემა იყოს. მე საფუძველს, რომ ვანო მერაბიშვილი შევიწყალო, დღეს ვერ ვხედავ“, – განაცხადა მარგველაშვილმა.კითხვაზე, შეიწყალებს თუ არა ე.წ. ციანიდს საქმეზე დაკავებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს, საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, მისთვის არავის მიუმართავს. „არავის მოუმართავს ჩემთან. რომ მომმართონ, საქმეს განვიხილავ და მოგახსენებთ. ეს მამალაძის საქმე ცალკე თემაა. ერთი წელია, რაღაც გაუგებრობის კორიანტელში ვართ ყველანი. დაწყებული პირველი განცხადებებიდან, შემდეგ ამ პროცესის დახურვა, რამდენად თვითონ პიარულად დაუბალანსებელი იყო ამ თემაზე ინფორმაციის მოწოდება, რადგან ძალიან ხმამაღალი განცხადებები კეთდებოდა ძალიან მაღალი პოლიტკური ტრიბუნებიდან და მეორე მხარე თურმე იყო შეზღუდული პიარულად ადამიანის უფლება დაეცვა“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

სიახლეები

უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ პროკურორს არახამიას წინააღმდეგ საქმის აღძვრა დაავალა

4 ნოემბერს უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ გენერალურ პროკურორ ანტონ კოვალსკის "ანტიკორუფციული მოქმედების ცენტრის" (AntAC)...

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა ინფორმაციას ქართული ოცნება ავრცელებს: „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე,...

იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

Reuters-ის ცნობით, იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ, მე-13 პაკეტს ამზადებს, რომელიც მიმდინარე წელს პირველი...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვ

ნანა სანდერმა N6 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.  4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა. საპროცესო შეთანხმება...