მთავარისიახლეებისაზოგადოებაგაბრიელ სალოსის ქუჩაზე, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობს, ჯავშანტექნიკა შეიყვანეს

გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობს, ჯავშანტექნიკა შეიყვანეს

Published on

გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობს, ჯავშანტექნიკა შეიყვანეს. ეს არის სპეციალური ჯავშანმანქანა "კობრა". ადგილზე ამ დროისთვის აღარ ისმის სროლის ხმა. სამართალდამცველები მოქალაქეებს ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებენ. სპეცრაზმი მიმდებარე ტერიტორიას სრულად აკონტროლებს. ალყაშია მოქცეული რამდენიმე კორპუსი. დადასტურებული ინფორმაციით, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციისას ერთი პირი დაიჭრა. ის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ასევე ვრცელდება ინფორმაცია კიდევ ორი დაჭრილის შესახებ, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია ჯერჯერობით დადასტურებულა.დაჭრილი სამართალდამცველის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დეტალები უცნობია.ადგილზე ხდება დამატებითი სასწრაფო სამედიცინო ბრიგადების მობილიზება.
 

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...