სავარაუდოდ, სპეცრაზმის დამატებითი ძალებია მობილიზებული გაბრიელ სალოსის გამზირზე, სადაც ანტიტერორისტული სპეცოპერაცია მიმდინარეობს. სამართალდამცველებს ბლოკირებული აქვთ რამდენიმე კორპუსის შესასვლელი.არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველები და სპეცრაზმი ორი პირის აყვანას ცდილობენ, რომლებიც ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ბინაში იმყოფებიან. გამთენიისას განხორციელდა შტურმიც – ისმოდა ძლიერი აფეთქებებისა და სროლის ხმა. თვითმხილველები ამბობენ, რომ ხელყუმბარები ისროლეს. ადგილობრივების განცხადებით, საცხოვრებელი კორპუსში, სადაც სპეცოპერაცია ჩატარდა, მოსახლეობის ევაკუაციაც განხორციელდა. კორპუსის მცხოვრებლების თქმით, მათ სამართალდამცველები საკუთარ სახლში ამ დრომდე არ უშვებენ. „აფეთქებების ხმამ და სროლამ გამოიწვია მოსახლეობის პანიკა. სადარბაზო დაცალეს სადაც სავარაუდოდ ეს ტერორისტები ცხოვრობდნენ და ფოტომასალა გვაქვს, სადაც ჩანს რომ სადარბაზოს სამი სართული მთლიანად არის დანგრეული. სავარაუდოდ გამოყენებულია ალბათ ასაფეთქებელი საშუალებები,“-აცხადებს ადგილობრივი მცხოვრები ანა კობახიძე. ოფიციალური ინფორმაცია დაკავებულების შესახებ ამ დრომდე არ ვრცელდება. გავრცელებული ინფორმაციით, პირები რომელთა დაკავებასაც ამ წუთებში სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრები ცდილობენ, საქართველოს მოქალაქეები არ არიან და ისინი ტერორიზმში არიან ეჭვმიტანილი. დაკავების სპეცოპერაცია უკვე 14 საათზე მეტია მიმდინარეობს.რ დასტურდება გავრცელებული ინფორმაცია ერთ-ერთი სპეცრაზმელის დაჭრის შესახებ.ადგილზე მობილიზებული სასწრაფო სამედიცინო ბრიგადაც.
გაბრიელ სალოსის გამზირზე სპეცრაზმის დამატებითი ძალები შევიდნენ
სიახლეები
სიახლეები
Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა
Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...
სიახლეები
“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს
"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს.
გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...
სიახლეები
კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა
ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...
სიახლეები
მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....