მთავარისიახლეებისაზოგადოება,,ჩემი გულისთვის ძალიან ბევრი პრობლემა შეექმნა. ბოლომდე ჩემს გვერდით იყო...'' -...

,,ჩემი გულისთვის ძალიან ბევრი პრობლემა შეექმნა. ბოლომდე ჩემს გვერდით იყო…” – მიხეილ სააკაშვილი მზია წერეთლის ცხოვრებაზე

Published on

."მინდა ყველას  მადლობა გითხრათ, რადგან გააკეთეთ ის, რაც მეც უნდა გამეკეთებინა და სამწუხაროდ, ვერ გავაკეთე ცნობილი მიზეზების გამო… რომ გამეცილებინა ბებიაჩემი, რადგან ახლა ვიმყოფები კიევში, სადაც სულ ვიხსენებ, რომ ყოველთვის,როცა მჭირდებოდა, მზია ყოველთვის იყო აქ.  აქ, ამერიკაში, ევროპაში, საქართველოს ნებისმიერ კუთხეში." – მიხეილ სააკაშვილმა ბებიის მზია წერეთლის დაკრძალვაზე მისულ საზოგადოებას მიმართა.
 
" როცა პარლამენტში წავედი პირველად, სხდომაზე წამიყვანეს გივიმ და მზიამ. პირველად სკოლაში ჩვენ მიგიყვანეთ და ბედნიერი ფეხი გვაქვსო და უნდა მიგიყვანოთ პალამენტის პირველ სხდომაზე, რომ ბედნიერ ფეხი გქონდეთ პოლიტიკაშიო. და ასე აღმოჩნდა, რომ გამაცილა პრაქტიკულად, 50 წლის ასაკამდე და იმედი მაქვს, რომ ბედნიერ ფეხზე გამაცილა. 
 
 
ძალიან ვწუხვარ, ისე გამოვიდა, რომ ჩემი გულისთვის ძაან ბევრი პრობლემები შეექმნა. ჯერ ერთი, დაუყადაღეს ბინა, რომელსაც 90 იანი წლებიდან აშენებდა, დაუყადაღეს მანქანა16 წლის, ყველამ იცის ეს ისტორიები და ამას ყოველთვის ხვდებოდა იუმორით.  
 
 
ჩემგან შეექმნა ის პრობლემაც, რომ მაჩუქა თავისი სახლი, ბიბლიოთეკა რომ აგვეშენებინა და მერე ბიბლიოთეკა სხვა ადგილას ავაშენეთ და სახლი ამის გამო დაინგრა. ბოლომდე ჩემს გვერდით იყო, მიუხედავად იმისა, რომ მისთვის ძნელი იყო იმ ასაკში ჩვეული გარემოდან სხვა გარემოში გადასვლა.  ეს მართლა განსაკუთრებული ადამიანი იყო და განსაკუთრებული ადამიანების წარმომადგენელი. და მაგასთან ერთად მთელი რაღაც ეპოქა მიდის ჩემი, ნამდვილად ასეა და ბოლოს გააკეთეს ის, რომ მზიას გულისთვის მისი ინსტიტუტი გამოასახლეს და გადაასახლეს ძველი ბორდელის შენობაში, ძველ თბილისში და ბევრს ყვიროდა ამაზე. 
 
 
ბოლომდე ფორმაში იყო, ერთად ვიყავით ვენაში, ერთად ვიარეთ ქუჩებში, წავყევი მაღაზიებში… ყოველთვის მიკვირდა, საიდან ჰქონდა ამდენი ენერგია, მე მიჭირს ამხელა დისტანციების გავლა აეროპორტების შიგნით. ეს იყო ადამიანი, რომელმაც ბოლომდე იცხოვრა სისხლსავსე ცხოვრებით. ბოლომდე ფორმაში იყო, ბოლომდე იყო უკიდურესად კეთილგანწყობილი ადამიანების მიმართ და ჰქონდა მომხიბვლელობა.
 
 
მე ვისურვებდი, რომ მისი მომხიბვლელობის 10 პროცენტი მაინც მქონდეს. ეს არის ადამიანი, რომელმაც ნამდვილად ბევრი კარგი რამ ნახა, მიუხედავად იმისა, რომ ქონება ორჯერ ჩამოართვეს ბავშვოვაში, გამოყარეს სახლებიდან, ძაან მძიმე ცხოვრება ჰქონდა და ცხოვრების ბოლოს ჩამოართვეს კიდევ ქონება, მაგრამ მიუხედავად ამ ნეგატივისა, მე დარმუნებული ვარ, რომ მისი ცხოვრება შედგა და შედგა მათ შორის ყველა თქვენგანის მეშვეობით.'' განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა/
 
იმედია, მეც შევიტანე ამაში წვლილი. ყველას მინდა მადლობა გითხრათ, მაგრამ ერთადერთი ადამიანი, ვისაც დღეს მინდა მადლობა ვუთხრა, არის მზია. მადლობა ყველაფრისთვის, მშვიდობით და არაუშავს, ყველაფერი, რაც ვერ ნახა, იმას ჩვენ მაინც გავაკეთებთ." – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა
 

სიახლეები

დგას თუ არა საქართველო ტვინების გადინების რისკის წინაშე? -ISET-ი მიგრაციის მიზეზებზე და შედეგებზე

დგას თუ არა საქართველო ტვინების გადინების რისკის წინაშე? - კვალიფიციური პროფესიონალების, ახალგაზრდა მუშაკებისა და...

ვენეციის კომისია ოლიგარქის პარტიის მიერ საარჩევნო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების გაუქმების რეკომენდაციას გასცემს – კომისიის კრიტიკული დასკვნა

ვენეციის კომისია ოლიგარქის პარტიის მიერ საარჩევნო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების გაუქმების რეკომენდაციას გასცემს. კომისია ცვლილებებზე...

“დაპატიმრებების ახალი ტალღა აბსურდულობის ახალ სიმაღლეებს აღწევს: სტუდენტი გოგონები დააკავეს აქციაზე სკამების მოტანისთვის, ხოლო მეორე სტუდენტი დააკავეს მხოლოდ ტაშისთვის” – ზურაბიშვილი

"დაპატიმრებების ახალი ტალღა აბსურდულობის ახალ სიმაღლეებს აღწევს: სტუდენტი გოგონები დააკავეს საპროტესტო აქციაზე სკამების მოტანისთვის,...

24 მარტიდან გამოიდარებს და დათბება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 23 მარტის დილამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცივი და ნალექიანი ამინდი....