მთავარისიახლეებიპოლიტიკაანი ნადარეიშვილი ბაჩო ახალაიას მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს პასუხობს

ანი ნადარეიშვილი ბაჩო ახალაიას მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს პასუხობს

Published on

ბაჩო ახალაიას მეუღლე სიცრუეს უწოდებს ინფორმაციას, თითქოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი გადაადგილდებოდა 400 ათასი დოლარის ღირებულების მანქანით.როგორც „არჩევანში“ სატელეფონო ჩართვისას ანი ნადარეიშვილმა განაცხადა, ასეთი ინფორმაცია ბაჩო ახალაიას  დისკრედიტაციის მიზნით გავრცელდა, ისევე როგორც სხვა მსგავსი ინფორმაციები.„ეს არის "მერსედესი," რომელიც იყო განკუთვნილი "დელტას" სტუმრებისთვის, სადაც ძალიან მაღალი დონის სტუმრები ჩამოდიოდნენ,“-განაცხადა ანი ნადარეიშვილმა.მისი თქმით ბაჩო ახალაია ამ მანქანაში არასდროს მჯდარა და თუ ეს ასეა მან ანდრია გვიდიანს მოუწოდა დაასაბუთოს მის მიერ გაკეთებული განცხადება.შეგახსენებთ, რომ „არჩევანის“ სტუდიაში სწორედ ანდრია გვიდიანმა განაცხადა, რომ ბაჩო ახალაია ძვირადღირებული მანქანით გადაადგილდებოდა.ანი ნადარეიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ბაჩო ახალაიას არასდროს აუღია პრემია-დანამატი. 
 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...