შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და აფხაზეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული პ.დ., ყაჩაღობის ბრალდებით, ზუგდიდში დააკავეს.გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 15 ნოემბერს თბილისში, ხიზანიშვილის ქუჩაზე, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული ბრალდებული ყაჩაღურად თავს დაესხა ვალუტის გადამცვლელ ჯიხურს, ტყვიაგაუმტარი შუშის მიმართულებით ერთი გასროლა განახორციელა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.გამოძიება ყაჩაღობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით).
სიახლეები
საზოგადოება
ლილუაშვილის თანაგუნდელს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში...
საზოგადოება
ვატო შაქარაშვილი აღიარებს, რომ სასამართლოს ჩვენება “ვარაუდების საფუძველზე” მისცა
ე.წ. ჩორჩანას საქმე - გიორგი გახარიას წინააღმდეგ მოწმედ გამოძახებულმა ვატო შაქარაშვილი აღიარა, რომ სასამართლოს...
სიახლეები
დააკავეს “ნაცისტურ-ფაშისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი – შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე,...
სიახლეები
საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა
საქართველომ რუსეთს დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი გადასცა, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და...