მთავარისიახლეებისამართალიმუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმეზე სასამართლომ გადაწყვეტილება შესაძლოა, დღეს გამოაცხადოს

მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმეზე სასამართლომ გადაწყვეტილება შესაძლოა, დღეს გამოაცხადოს

Published on

არ არის გამორიცხული, მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმეზე სასამართლომ დღეს გადაწყვეტილება გამოაცხადოს. დემირელის კოლეჯის მენეჯერის დაცვის მხარე ჩაბუქისა და მისი ოჯახისთვის ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ დევნილის სტატუსზე უარის თქმას აპროტესტებს.ორივე მხარეს იმედი აქვს, რომ საქალაქო სასამართლო საბოლოოდ მათ სასარგებლოდ გადაწყვეტს დავას. მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადირებას თურქეთი ითხოვს და მას ტერორისტული ორგანიზაციის წევრობას ედავება.ოჯახის და ადვოკატების განმარტებით, თურქული მხარის ბრალდებები პოლიტიკურადაა მოტივირებული.„ჩვენს მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება ნათლად და ცხადად ადასტურებს, რომ ადამიანის უფლებების კუთხით არის უმძიმესი სიტუაცია თურქეთის რესპუბლიკაში, წამება და არაადამიანური მოპყრობა, ასევე პოლიტიკური ნიშნით სისხლის სამართლებრივი დევნა,“ – აცხადებს მუსტაფა ემრე ჩაბუქის ადვოკატი ვახტანგ კვიჟინაძე. 

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...