საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში ჩასვლის არ ეშინია, მაგრამ არ სურს ვლადიმერ პუტინისთვის ასეთი საჩუქრის გაკეთება. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.„არ მეშინია საქართველოში წასვლის. მაგრამ არ მსურს პუტინს საჩუქარი გავუკეთო. თუ საქართველოში გამაგზავნიან, გარანტიას გაძლევთ, რომ ძალიან მალე თავისუფლებაზე ვიქნები და უფრო მეტიც, პოროშენკო ამას ინანებს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.მისი თქმით, ეს კარგად მოეხსენება როგორც საქართველოს, ასევე უკრაინის ხელისუფლებებს. „საქართველოს მთავრობა ძლიერი რომ ყოფილიყო და შეძლებოდა ჩემი ციხეში გამომწყვდევა, ამას უკვე იზამდნენ“, – აღნიშნა მან.მიხეილ სააკაშვილმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოში მოსახლეობის, სამართალდამცველების და არმიის უმრავლესობა მის გუნდს უჭერს მხარს.„ვერანაირი ოლიგარქი მე იქ ციხეში ვერ გამომამწყვდევს. ეს არის მათი მთავარი დილემა“, – დასძინა მან.
სიახლეები
საზოგადოება
აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან
აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...
სიახლეები
პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე
დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...
სიახლეები
ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს
ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...
სიახლეები
ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...