დედაქალაქის მთავრობა ახალი შემადგენლობით დღეს პირველ სხდომას გამართავს. დღესვე კახა კალაძე თბილისის მერიის დაქვედმებარებაში არსებული 4 უწყების ახალ ხელმღვანელებს წარადგენს. ვინ ჩაიბარებს არქიტექტურის სამსახურს, ქონების მართვის სააგენტოს, ბაგა- ბაღების მართვის სააგენტოსა და თბილისის სატრანსპორტო კომპანიას, მერიის დღევანდელ სხდომაზე გახდება ცნობილი.საკადრო ცვლილებებთან ერთად დედაქალაქის მთავრობის წევრები მერიის სისტემაში სტრუქტურული რეფორმის საკითხებზეც იმსჯელებენ. განსახილველ საკითხთა შორისაა მომავალი წლის მთავრი ფინანსური დოკუმენტი.ვიცემერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, 2018 წლის ბიუჯეტის გაზრდასთან დაკავშირებით კონსულტაციები ფინანსთა სამინისტროსთან ამ დრომდე მიმდინარეობს. უძრავი ქონების დაკანონების საკითხი იქნება ერთ-ერთი, რაზეც მთავრობის წევრები იმსჯელებენ. საქმე ეხება, უძრავი ქონების იმ მოსახლეობისთვის დაკანონებას, რომლებიც წლებია თავიანთი საცხოვრისით სარგებლობენ და საკუთრებაში მიღება ამ დრომდე ვერ მოახერხეს. თბილისის მერიაში სხდომა 11 საათზე დაიწყება. თბილისის მთავრობა სრული შემადგენლობით 17 ნოემბერს დამტკიცდა.
სიახლეები
საზოგადოება
ეს არის დიქტატურა-დიასპორა აქციებს აანონსებს
ეს არის სუფთა დიქტატურა, - ასე აფასებს საფრანგეთში ქართველთა სათვისტომოს თავმჯდომარე, ოთარ ზურაბიშვილი “ოცნების“...
სიახლეები
ზელენსკიმ და მაკრონმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიზანიც უკრაინის გაძლიერებაა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 17 ნოემბერს ხელი მოაწერეს შეთანხმებას,...
სიახლეები
იზრდება სახელმწიფოთა რიცხვი, ვინც ემიგრანტ მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობას აძლევენ, ჩვენ ყველაფერში უკან მივდივართ – დოლიძე
„სამართლიანი არჩევნების” ყოფილი ხელმძღვანელი ნინო დოლიძე International Idea-ს მიერ მომზადებულ საზღვარგარეთ ხმის მიცემის რუკას...
საზოგადოება
იზოლაცია და ქვეყნის ჩაკეტვა! – სსრკ სხვა კი არაფერი იყო! – სალომე ზურაბიშვილი
უარი ბოლონიის პროცესზე, უარი ემიგრანტების საარჩევნო უფლებაზე, იზოლაცია და ქვეყნის ჩაკეტვა! - სსრკ სხვა...