რუსთავი 2-ის ოპერატორმა, თამაზ შავშიშვილმა, ბორანი წუხელ დატოვა. მან დეტალურად ისაუბრა თუ როგორ მოხდა მის სახლში უკრაინის სპეცრაზმის შევარდნა.თამაზ შავშიშვილის განცხადებით, მას იარაღის კონდახით სცემეს, ძირს დააგდეს და ხელ -ფეხი წებოვანი ლენტით შეუკრეს. მისივე თქმით, ის სპეცრაზმმა სახლიდან მოიპარა.„11 საათზე შემოვარდნენ 15 შეიარაღებული. სახეში ჩამარტყეს იარაღი, ძირს დამაწვინეს და ფეხებით მირტყამდნენ. ფეხები და ხელები შემიკრეს "სკოჩით". ჩამაგდეს მანქანში. ორჯერ გამოცვალეს ეს მანქანა. მომიპარეს სახლიდან, ფაქტობრივად. მერე ვერტფრენში ამიყვანეს. ჯერ წამიკითხეს, სამი წელი ვერ შემოხვალ უკრაინაშიო. ვერტფრენში ძირს დამაწვინეს და გაურკვეველი მიმართულებით გავფრინდით. ეს მთელი დღე გრძელდებოდა. აღმოვჩნდი მერე გემზე. მეც ვერ მივხვდი, რა ხდებოდა. ჩვეულებრივად მომიპარეს. სახლში შემოვიდა სპეცრაზმი და მომიპარა,“ – განაცხადა თამაზ შავშიშვილმა.მისივე თქმით, მას აქვს ერთი კვირის წინ მიღებული აკრედიტაცია, სადაც წერია, რომ უფლება აქვს, უკრაინაში იმუშაოს და მისი პროფესიული მოვალეობა შეასრულოს. თამაზ შავშიშვილის თქმით, აუცილებელია, რომ მოითხოვოს ქართულმა მხარემ პასუხი იმაზე, რაც მისი მოქალაქეების მიმართ მოხდა.
თამაზ შავშიშვილს უკრაინიდან 3 წლიანი დეპორტაცია აქვს
სიახლეები
სიახლეები
საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი – დანიგანი
საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი - ამის...
პოლიტიკა
დაკავებული ირაკლი ბათიაშვილი მოჰყავდათ და მამამისის პანაშვიდზე იდგა მთელი დღე – ნუცა ბათიაშვილი
„თავისუფალი უნივერსიტეტის“ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების დეკანი ნუცა ბათიაშვილი სოციალურ ქსელში იხსენებს, რომ როცა...
საზოგადოება
“როგორ გძინავთ ღამე ამდენი ხალხის ცოდვით!” – თბილისში დაღუპულის დისშვილი კახა კალაძესა და მერიას მიმართავს
"დეიდაჩემი ტონიანი სინკარების ქვეშ მოყვა და ადგილზე გარდაიცვალა, ყინვასა თუ სიცხეში იდგა დღეში 20...
მსოფლიო
ოკეანეში შვეულმფრენის ჩავარდნის შემდეგ, აშშ-ში ქართველ მეცნიერს ეძებენ
ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი მეცნიერი, ბიოლოგი ცოტნე ჯავახიშვილი შვეულმფრენით ოკეანეში ჩავარდა.
როგორც სოციალურ...