მთავარისიახლეებისაზოგადოებათამაზ შავშიშვილს უკრაინიდან 3 წლიანი დეპორტაცია აქვს

თამაზ შავშიშვილს უკრაინიდან 3 წლიანი დეპორტაცია აქვს

Published on

რუსთავი 2-ის ოპერატორმა, თამაზ შავშიშვილმა, ბორანი წუხელ დატოვა. მან დეტალურად ისაუბრა თუ როგორ მოხდა მის სახლში უკრაინის სპეცრაზმის შევარდნა.თამაზ შავშიშვილის განცხადებით, მას იარაღის კონდახით სცემეს, ძირს დააგდეს და ხელ -ფეხი წებოვანი ლენტით შეუკრეს. მისივე თქმით, ის სპეცრაზმმა სახლიდან მოიპარა.„11 საათზე შემოვარდნენ 15 შეიარაღებული. სახეში ჩამარტყეს იარაღი, ძირს დამაწვინეს და ფეხებით მირტყამდნენ. ფეხები და ხელები შემიკრეს "სკოჩით". ჩამაგდეს მანქანში. ორჯერ გამოცვალეს ეს მანქანა. მომიპარეს სახლიდან, ფაქტობრივად. მერე ვერტფრენში ამიყვანეს. ჯერ წამიკითხეს, სამი წელი ვერ შემოხვალ უკრაინაშიო. ვერტფრენში ძირს დამაწვინეს და გაურკვეველი მიმართულებით გავფრინდით. ეს მთელი დღე გრძელდებოდა. აღმოვჩნდი მერე გემზე. მეც ვერ მივხვდი, რა ხდებოდა. ჩვეულებრივად მომიპარეს. სახლში შემოვიდა სპეცრაზმი და მომიპარა,“ – განაცხადა თამაზ შავშიშვილმა.მისივე თქმით, მას აქვს ერთი კვირის წინ მიღებული აკრედიტაცია, სადაც წერია, რომ უფლება აქვს, უკრაინაში იმუშაოს და მისი პროფესიული მოვალეობა შეასრულოს.  თამაზ შავშიშვილის თქმით, აუცილებელია, რომ მოითხოვოს ქართულმა მხარემ პასუხი იმაზე, რაც მისი მოქალაქეების მიმართ მოხდა. 

სიახლეები

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...

უიტკოფი- უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ევროპის წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან

აშშ-ს სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის განცხადებით, ვლადიმირ პუტინი დათანხმდა, რომ უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების მომდევნო...

ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ – ზელენსკი

უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან - ამ გზავნილით ჩავიდა ამერიკული დელეგაცია მოსკოვიდან...